გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერალზე,”ნიკი მინაჟზე“. ის არის ახალგაზრდების ერთ-ერთი ტოპ მომღერალი. ჩემი აზრით,ნიკის ყველა ფანს დააინტერესებს მისი ბიოგრაფია, ამიტომ გადავწყვიტე ამ ადამიანზე პოსტის განთავსება ჩემს ბლოგზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ , ამ პოსტიდან ნიკიზე ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ და კმაყოპფილები დარჩებით! თქვენი მონა მორჩილი თიკო ბესტავაშვილი!
ონიკა ტანია მარაჯი, ცნობილი როგორც ნიკი მინაჟი (დ. 8 დეკემბერი, 1982) — რეპერი და მომღერალ-კომპოზიტორი.
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ სენტ-ჯეიმზში. მისი მშობლები არიან აფრიკული და ინდური წარმოშობის. 5 წლამდე ცხოვრობდა ბებიასთან, რადგან მისი მშობლები დაკავებულები იყვნენ საცხოვრებლის ძებნით კუინზში, ნიუ-იორკში. მინაჟი სწავლობდა სკოლასში “Elizabeth Blackwell Middle School 210”, სადაც უკრავდა კლარნეტზე. მინაჟმა პირველი ალბომი გამოუშვა 2007 წელს, ასევე 2008 წლის 7 ივლისს სახელწოდებით “Sucka Free”, 2009 წლის 18 აპრილს გამოუშვა სამი ალბომი და გამოჩნდა ჟურნალში “XXL”. მან 2008 წელს გაიმარჯვა პრემიაში “UMA” ნომინაციაში “წლის არტისტი”.2009 და 2010 მისთვის ძალიან წარმატებული იყო რადგანაც უამრავი კლიპი გამოუშვა და ამ სიმღერებიდან უმეტესობამ ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა.
შემოქმედება
ნიკი მინაჟი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ამერიკელ მომღერლად ითვლება. ნიკის გამოშვებული ალბომებია: Sucka Free, Pink Friday, Pink Friday: Roman Reloaded, Pink Friday: Roman Reloaded (The Re-Up) … მას აქვს მოპოვებული მრავალი გამარჯვება დაჯილდოებებში: “ამერიკული მუსიკის დაჯილდოება”, “გრემი”, “MTV’ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება”, “MTV’ს ევროპული მუსიკის დაჯილდოება”, “BILLBOARD’ის დაჯილდოება” და სხვა.
წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკი_მინაჟი
2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=MnR2UvXrCoKB4gTh8oDgDA&ved=0CC0QsAQ&biw=1407&bih=777