ეხლა გაგაცნობთ პოსტს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატის“ შესახებ. იგი არის მართლაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატი. ამ ბოლო დროს ახალგაზრდობა და მათ შორის მეც ძალიან გატაცებულები ვართ ფოტოგრაფიით. მე ვფიქრობ ფოტოებზე გატაცებულ ადამიანს დაინტერესებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატის შესახებ საინტერესო ინფორმაცია. მე ძალიან მომეწონა ეს პოსტი, იმედია თქვენც მოგეწონებათ. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა!
გამოგონება, ყველაზე ყველაზე ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა. ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.
როგორც დენისი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უბრალო ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა. მის შიგნით შესვლის შემდეგ ყოველი პროცესი თვალსაჩინო ხდება. ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მ და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მ და 66 სმ-ია.
17 ნოემბრამდე ფოტოკამერის ხილვა შესაძლებელი იყო ქალაქ მონროში სასამართლო შენობის გვერდით. ახლა კი დენისი თავისი გიგანტური კამერით ამერიკაში მოგზაურობს, რათა მისი საამაყო ტექნიკური საშუალებით აღბეჭდოს ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები და უბრალოდ ხალხის ყოველდღიური ცხოვრება.
წყარო:1) http://icode.ge/2013/11/19/მსოფლიოში-ყველაზე-დიდი-ფ/
გთავაზობთ პოსტს „კვადრატული საზამთროს“ შესახებ.პოსტში იქნება ინფორმაცია როგორ და რატომ მოიყვანეს კვადრატული საზამთრო. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პოსტია. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა.
იაპინიაში გამოიყვანეს კვადრატული საზამთრო, ასეთი ფორმის რომ გამსულიყო, საზამთროებს ზრდიდნენ კვადრატის ფორმის ყუთებში.ასეთი ფორმის საზამთროების გადაზიდვა უფრო მოსახერხებელია.ისე რას აღარ მოიფიქრებენ ხოლმე ეს იაპონელები…..
იაპონიაში როგორც ვიცით განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ.ყოველ სტუმარს სთავაზობენ ცალკე მაგიდას.ყველა საჭმელი, რასაც სტუმარს სთავაზობენ, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/2811-კვადრატული-საზამთრო/52/
ეხლა გთავაზობთ პოსტს „ადამიანი VS მეხსიერებას“ შესახებ. ამ პოსტში გაეცნობით მეხსიერების დაკარგვის მიზეზებს და მის გადაჭრის გზებს. როგორც ჩემი პოსტიდან გაიგებთ 25 წლიდან იწყება მეხსიერების დაკარგვა. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემა და ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა !
როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან.
ოცდაათ წლამდე ადამიანები ვერ ამჩნევენ რომ რაღაც-რაღაცეები ავიწყდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხსიერება ისევე უარესდება როგორც, მაგალითად 60 წლის ადამიანის. ეს იმას უკავშირდება, რომ ოციდან ოცდაათ წლამდე ადამიანი ძალიან ბევრ ინფორმაციას ითვისებს და ამიტომაც მისთვის “კოგნიტიური კაპიტალის” დაკარგვა საკმაოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ყოველდღიურ მეხსიერებაზე არ იქონიებს გავლენას. მიჩიგანის სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად სწორედ 25 წლიდან იწყება მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების ეტაპობრივი გაუარესება.
კვლევაში, რომლის ხელმძღვანელიც დენის პარკი იყო, 350 ოციდან – ოთხმოცდაათ წლამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაასკვნა ინსტიტუტმა, რომ ადამიანის გონებრივი დაბერება ასეთი ადრეული ასაკიდან იწყება. მიუხედავად ამისა, ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად გროვდება, რაც ამ მცირე დანაკარგების კომპენსირება ახდეს, ამიტომ ადამიანი ასაკთან ერთად არ დეგრადირდება და 50 წლამდე ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებს. ამჟამად დენის პარკი მუშაობს თავის ტვინის დაბერების ფონზე, მისი ფუნქციონირების გაუმჯობესების მეთოდებზე.
ადამიანის მეხსიერება მისი შესაძლებლობების უმაღლეს წერტილს 25 წლის ასაკში აღწევს, ამ დროს თავის ტვინს წამში 200 ბიტი დამახსოვრება შეუძლია, ამის პარალელურად შეუძლია აკონტროლოს ტანის მოძერაობას, რაც კომპიუტერის შესაძლებლოებბსაც კი აჭარბებს ზოგიერთ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები არც ისე სასიამოვნოა, მაგალითად უკვე ვიცი, რომ დაახლოებით 2 წელიწადში მეხსიერება უკვე მუდმივ დეგრადირების ფაზაში შედის, საგანგაშო არაფერია, რადგან ზოგადად ადამიანის მეხსიერება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, 70 წლამდე მაინც მეტ-ნაკლებად საკმაოდ ძლიერი რჩება.
ეგრედ წოდებული “ეპიზოდური მეხსიერება”, რომელიც ჩვენი გამოცდილებასა და კონკრეტულ დროში მომხდარ მოვლენებზეა პასუხისმგებელი დაბერების პარალელურად განიცდის ცვლილებებს. მეორეს მხრივს, პროცედურული მეხსიერებაა, რომელიც ძალიან მცირე ან თითქმის არანაირ ცვლილებებს არ განიცდის ასაკთან ერთად, მოკლე-დროის მონაკვეთებზე “პასუხისმგებელი” მეხსიერება აგრეთვე ნაკლებად განიცდის გაუარესებას, ხოლო რაც შეეხება სემანტიკურ ცოდნას, რომელშიც მაგალითად სიტყვათა მარაგი შედის, ასაკთან ერთად უმჯობესდება.
თავის ტვინის სტრუქტურა მთლიანობაში დროსთან ერთად არ იცვლება, თუმცა არც ახალი ნეირონების წარმოქმნა ხდება, უბრალოდ მათ შორის კავშირი დროსთან ერთად იცვლება, მაგალითად დაკავშირებულია სწავლის პროცესთან, რის დროსაც ნეირონული უჯრედები უფრო და უფრო ძლიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ასაკთან ერთად ეს კავშირები სუსტდება, ზუსტად ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური პროცესები ხდება უფრო და უფრო ფრაგმენტული.
კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ გავიგებთ, რომ ასაკთან ერთად ტავის ტვინის თეთრი ნივთიერება კვდომას იწყებს, რაც ძირითადად სისხლის მიწოდების კლებასთან არის დაკავშირებული. ნეიროტრანსმიტერების მუშაობა, რომლებიც თავის ტვინში სიგნალების მატარებლები (მესენჯერები) არიან, თითქმის ნახევარჯერ მცირდება თუ ახალგაზრდა და დაბერებულ ტვინს შევადარებთ.
‘შემცირების თეორიის’ მიხედვით, დავიწყება იწყება მაშინ, როდესაც მეხსიერებას რეგულარულად არ ავარჯიშებენ, მაგალითად როდესაც ვერ იხსენებენ ამა თუ იმ სიტყვას, ან მოვლენას. ამის საილუსტრაციოდ იყენებენ იმ თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც იწყება სიტყვების დავიწყება ხნიერ ასაკში. პირველი, ძირითადად საკუთარი სახელები მიეცემიან დავიწყებას, რომლებიც რატომღაც ასაკთან ერთად უფრო იშვიათად იხმარება, მათ მიჰყვება საზოგადო სახელები, შემდეგ – ზედსართავი სახელები, ზმნები და სულ ბოლოს კი შორისდებულები, ესაა ემოციის გამომხატველი სიტყვები მაგალითად ‘ვაშაა’, ‘ვაა’, აგრეთვე მისალმება-დამშვიდობების, მობოდიშების აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა.
უჯრედულ დონეზე, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ასაკთან ერთად, თავის ტვინის წინა, ძალიან მცირე ნაწილში უჯრედების კვდომა მიმდინარეობს, რაც ნეიროტრანსმიტერერის – აცეტილქოლინის გამომუშავებას ამცირებს, რომელიც სწავლისა და მეხსიერებისთვის გადამწყვეტია. ამასთანავე ტვინი ზომაშიც მცირდება, რაც მისი მუშაობის ეფექტურობასაც ამცირებს. კერძოდ კი ჰიპოცამპუსი, რომელიც მეხსიერების პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი მისი ნერვული უჯრედების დაახლოებით 5 პროცენტს კარგავს ყოველი განვლილი ათწლეულის შემდეგ, რაც 80 წლის ასაკში 20 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.
თუმცა ამას გარდა, გარკვეული გარემო ფაქტორებიც ზრდიან მეხსიერების დაკარგვის სიჩქარეს, ასეთებია ცუდი გენები, რომლებიც მემკვიდერობით გადადის, ტოქსინებსა და საწამლავებთან ურთიერთობა (რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს) და აგრეთვე ჩვენი ცხოვრების სტილი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ – მოწევა, დალევა და არასწორი კვება. ვარჯიში, არა მხოლოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნისა და ჯანმრთელობისთვის არის კარგი, ის ზოგადად, გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესებისთვისაც აუცილებელია.
არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რა ვქნათ იმისთვის, რომ მეხსიერების გაუარესებას შევუშალოთ ხელი, როგორც გაირკვა ამისთვის სულ არ არის საჭირო ველოდოთ შვილიშვილების შეძენას, თურმე ამაზე მუშაობა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე საჭიროა. როგორც უკვე ვთქვი, როდესაც ვავარჯიშებთ ტანს, თურმე ტვინიც ვარჯიშობს, მას მეტი ჟანგბადი მიეწოდება, რაც მნიშვნელოვანია, იზრდება სასარგებლო ტვინის ქიმიკატების ეფექტურობა, ხოლო ტვინის უჯრედები კი უფრო დაცულია.
შემდეგი არის ძილის უკმარისობა, რომლის დროსაც ტვინს არ შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა, კრეატიულობა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი უნარები, კრიტიკული აზროვნება და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი უნარი ძლიერ ქვეითდება… რაც ნებისმიერ ასაკში საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე.
გაგიკვირდებათ და თურმე მეგობრებთან ურთიერთობა, სოციალურად აქტიური ცხოვრება და ურთიერთობები აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ვინც აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, მეხსიერება უფრო ნელა უუარესდებათ. ამბობენ სიცილია წამალიაო, და ეს თურმე ტვინის შემთხვევაშიც მართალი ყოფილა. სიცილის დროს თავის ტვინის მრავალი სხვადასხვა ადგილი მუშაობს.
სტრესი, რომელიც ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის ცუდი და ხანდახან დამანგრეველიც კი. სტრესი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი ყოფილა, ქრონიკული სტრესი ტვინის უჯრედებს ანადგურებს და აზიანებს ჰიპოკამპუსს, რომელიც ახალი მოგონებების ფორმირებასა და ძველების აღდგენისთვის აუცილებელია. აგრეთვე დეპრესიაც უშლის ხელს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, სხვათა შორის დეპრესიის დროს ხშირად უჭირთ კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება, რაღაცეების დამახსოვრება და გახსენება.
ის უკვე გეცოდინებათ, რომ ხილი და ბოსტნეული კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჯანსაღი კვება მეხსიერებისთვისაც აუცილებელი ყოფილა. აუცილებელი ყოფილა თევზის ჭამა, ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტია, აგრეთვე ნიგოზი, სოიო, გოგრის კურკა. სამწუხაროა, მაგრამ ყველი, არაჟანი, ნაყინი, რძე და წითელი ხორცი ძალიან ცუდი ყოფილა მეხსიერებისა და კონცენტრაციისთვის. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავენ იცავენ ტვინის უჯრედებს. ხილის, უფრო კი ყურძნის წვენი და წითელი ღვინო – ძალიან მცირე რაოდენობით სასარგებლოა, ხოლო ალკოჰოლი დიდი რაოდენობით, და თანაც არაყი, ჯინი ან ლუდი კი ტვინის უჯრედებს კლავს.
თავის ტვინსაც სჭირდება ენერგია და ძალა, ტვინის ‘დატენვა’ შეიძლება კარბოჰიდრატებით, მაგალითად მარტივი კაროჰიდრატებია შაქარი და თეთრი პური, ისინი სწრაფ აღმასვლას იწვევენ, მაგრამ ისევე სწრაფად ამთავრებენ მოქმედებას, ამიტომ ტვინისთვის საუკეთესო კომპლექსური კარბოჰიდრატებია – შავი ბრინჯი, ქატო და სხვა.
ზოგადად კი მეხსიერებას კუნთსაც ადარებენ – თუ არ გამოიყენებ – დაკარგავ! რაც უფრო მეტად მუშაობს ტვინი, უფრო კარგად იმახსოვრებ ინფორმაციას. აგრეთვე ტვინის ვარჯიშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლეების სწავლა, იქნება ეს უცხო ენა თუ სპორტის რაიმე სახეობა, ინსტრუმენტზე დაკვრა თუ სუდოკუ ან კროსვორდი, როდესაც რაღაც კარგად იცი, ტვინი იმდენად აღარ ვარჯიშობს, ამიტომ აუცილებელია მუდმივად ახლის ათვისება და გონების გარკვეული დაძაბვა.
მოკლედ, როგორც გაირკვა მეხსიერების დაკარგვა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესს, იმას თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ვვარჯიშობთ თუ არა. როგორ ვურთიერთობთ გარშემომყოფებთან, ვებრძვით თუ არა უძილობასა და სტრესს და რაც მთავარია – ვაზროვნებთ თუ არა. იმისთვის, რომ მომავალში ნაკლები პრობლემები გვქონდეს, დღესვე უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეიძლება ცოტა გვეზარება, მაგალითად მივიღოთ ახალი ინფორმაცია, ვისწავლოთ რამე ან წავიდეთ სავარჯიშოდ. 25 წლამდე ძალიან ცოტა დამრჩა და მგონი დროა რაღაც-რაღაცეებს დავუკვირდე და ცოტა მაინც შევცვალო ჩემი ცხოვრება.
წყარო:1) http://icode.ge/2012/06/01/ადამიანი-vs-მეხსიერება/
გთავაზობ პოსტს “ბუნება და ადამიანის“ შესახებ. ამ პოსტში გაეცნობით ბევრ საინტერესო და უცნობ ინფორმაციას ბუნებასა და ადამიანზე. ჩემი აზრით თქვენთვის ეს პოსტი საინტერესო უნდა იყოს. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის !
დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.
ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.
ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.
თუ საკმარისი ფული გვაქვს, შეგვიძლია იმდენი მოვიხმაროთ, რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღარაფერი დარჩეს. და ეს არა მხოლოდ მოხმარებად რესურსებს ეხება. ბუნებას აქვს თვითგანახლების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ჩვენ იმაზე უფრო სწრაფად მოვიხმარეთ, ვიდრე ბუნება მის აღდგენას შეძლებს, ჩვენ განახლებადი რესურსების გარეშეც ისევე დავრჩებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ წყალი, ტყეები, ჰაერი…
ყველაფერი რასაც მოვიხმართ, არა რომელიმე მწარმოებლისგან, არამედ ბუნებისგან მოდის. ადამიანის მიერ დახარჯული შრომა მხოლოდ ნაწილია საგნის ღირებულებისა. გადახდილი ფული კი მხოლოდ ადამიანს უნაზღაურებს შრომას და არა ბუნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გადავიხადოთ, ამით ბუნებას არაფერი შეემატება.
ერთადერთი გამოსავალია, მოვიხმაროთ გონივრულად – მხოლოდ ის, რაც გვჭირდება და არ დავაზარალოთ ჩვენი მოხმარებით ბუნება, ის, ვისგანაც ყველაფერს ვიღებთ და ძალიან ცოტას ვუბრუნებთ.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას დავაპირებთ, არ შევხედოთ ნივთის ფასს, არამედ იმ ღირებულებას, რაც ბუნებამ გაიღო მის შესაქმნელად. თუ რაიმე იაფია და უხარისხო, იქნებ არ ღირს მისი ყიდვა, რადგან მალევე გაფუჭდება და ახლის ყიდვა გახდება საჭირო. იქნებ ჯობია, უფრო ძვირის, თუმცა ხარისხიანის ყიდვა, რადგან ის უფრო დიდხანს გაძლებს, ბუნება კი ნაკლებად დაზარალდება.
რაც გვაქვს, იმას კი უნდა მოვუფრთხილდეთ. იმიტომ, რომ ამით ბუნებას ვუფრთხილდებით. ადამიანიც ბუნების ნაწილია და ბუნების განადგურებით ჩვენ საკუთარ თავს ვანადგურებთ.
და უნდა მოვუფრთხილდეთ არა მარტო ნივთებს, არამედ ყველაფერს, რაც გვაქვს, რადგან მხოლოდ შეძენა არაა საკმარისი, იმისთვის რომ ის გვქონდეს. და თუ დავკარგეთ, შეიძლება აღარ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ის აღვადგინოთ.
წყარო:1) http://icode.ge/2012/11/25/ბუნება-და-ადამიანი/#more-16359
მე ეხლა უნდა შემოგთავაზოთ პოსტი გასაოცარ და დაუჯერებელ ისტორიზე რომელიც გემზეა. ჩემთვის ძალიან საინტერესო პოსტია. მე ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ. თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა.
1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით.
ეს ამბავი მაშინვე არ გახმაურდა…. და დღეს მე რომ ამ გემის შესახებ ვწერ ასტროფიზიკოსი მორის ჯესუპის დამსახურებაა. 1956 წელს მან გამოსცა ნაშრომი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომს გამოეხმაურა კ. ალენდე, რომელიც მატკიცებდა, რომ ხომალდ “ენდრიუ ფიურესეტზე” მსახურობდა. “ენდრიუ ფიურესეტიც” ზემოთხსენებული ექსპერიმენტის მონაწილე იყო. მისი მტკიცებით, მან თავის თვალით ნახა, როგორ გაუჩინარდა “ელდრიჯი” ნისლში, მაგრამ ამის სედეგად არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. როგორც გითხარით ელდრიჯი ისევ გაჩნდა, ხოლო გადარჩენილ ეკიპაჟს უცნაური ანომალიები დაეწყოთ: ჯერ იყო და 2 მეზღვაური თავისით აალდა და 18 დღე იწვოდა, ისე რომ ვერავინ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა და შემდეგ ერთი მატროსი საკუთარი სახლის კედელში გაუჩინარდა, საკუთარი ოჯახის თვალწინ. ეს ყველაფერი ჯესუპიმ მოიძია და ბოლოს საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამის შესახებ: “ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო და იმავდროულად ძალიან საშიშია. დიდ ზეგავლენას ახდენს მონაწილე სუბიექტებზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მაგნიტური გენერატორები, რომლებიც მუშაობდნენ რეზონანსულ სიხშირეებზე და ქმნიდნენ საშინელ ველს ხომალდის გარშემო. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზომილებიდან დროებითი ამოვარდნა და შეიძლება შეფასდეს როგორც სივრცითი გარღვევა, თუ პროცესი კონტროლს დაექვემდებარება.” მაგრამ თუკი ამ ამბის გამოძიება საჭირო იყო, განა თავის დროზე არ გამოიძიებდნენ? ამას ვერ მიხვდა ჯესუპი, რომელმაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ამ ექსპერიმენტის შესახებ და დაისაჯა კიდეც… იგი მოკლული იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალები კატეგორიულად უარყოფდა ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებსაც ნანახი ჰყავდათ ეს გემი, ასევე ცნობილი გახდა აინშტაინის მიერ შესრულებული გამოთვლების შავი ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები სადაც აღწერილი იყო, როგორ გადნა ეკიპაჟის ორი გადარჩენილი წევრი ყველას თვალწინ.
ეს ამბავი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი ადამ სკილინგი ყვება: “1990 წელს ჩემმა ფლორიდელმა მეგობარმა მარგარეტ სენდისმა მე და ჩვენი საერთო მეგობრები დაგვპატიჟა ექიმ კარლ ლაისლერთან, რათა განგვეხილა ექსპერიმენტის ზოგიერთი დეტალი. ლაისლერი ფიზიკოსია, რომელიც მუშაობდა 1943 წელს აღნიშნულ პროექტზე. მისი თქმით, გემზე დაყენებული გენერატორები იმ რაოდენობის ენერგიით იკვებებოდა, რაც საშუალო ზომის ქალაქის განათებას სავსებით ეყოფოდა. ექსპერიმენტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს უნდა შეესრულებინა ეკრანის ფუნქცია რადარის ტალღებისთვის. ლაისლერი ნაპირზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა ექსპერიმენტის მსვლელობას. როცა მაგნერტონი ამუშავდა, ხომალდი გაქრა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაჩნდა, მაგრამ ეკიპაჟის დიდი ნაწილი გარდაცვლილი იყო. ზოგიერთი გვამი გარდაიქმნა იმ ტიპის მეტალად, რომლისგანაც ხომალდი იყო დამზადებული. ამბის მოყოლისას იგრძნობოდა, რომ დაინვალიდებული ლაისერი ამ დრომდე გრძნობდა სინდისის ქენჯნას გარდაცვლილ მეზღვაურთა გამო. ლაისერი და ექსპერიმენტის მონაწილე მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მათ გაგზავნეს ხომალდი სხვა დროში. ამ დროს ხომალდი დაიშალა მოლეკულებად და როცა დაიწყო უკუპროცესი, ადამიანის ორგანული მოლეკულების ნაწილი შეიცვალა მეტალის ატომებით.”
წყარო:1) http://icode.ge/2012/12/27/გასაოცარი-და-დაუჯერებელი/
„არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო“ – ეს კითხვა რომ არ დაუსვათ თქვენ თავს და გამოსავალი იპოვოთ გაეცანით ამ პოსტს. პოსტში არის ბევრი საინტერესო და მისაღები ინფორმაცია. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
გახსოვდეთ!
კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.
როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.
რამდენიმე რჩევა კარგი განწყობის შესაქმნელად:
• გაიღიმეთ – როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის რომ სხვები არასწორად გაგიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ თქვენს აზრებს, ოცნებებს, იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად.
• მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა შეიძლება სტრესი მოგიხსნათ .კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სტრესისა და კონფლიქტების მიმართ გამძლეობას, ამცირებს დეპრესიების გამოვლენას. ნერვული სისტემისთვის კარგია მარცვლეული პროდუქტები (პური, ფაფები), ხილი და ბოსტნეული. დეპრესიის დაძლევას ხელს უწყობს გოგრის და მზესუმზირის მარცვლები(მაგნიუმი), შვრია(ვიტამინი B) ,ქათმის ხორცი (ცილა, ვიტამინი I) . ბანანი და შოკოლადი კი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რაც კარგ განწყობას “განაგებს”. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგია კაკაო და მარწყვი.
• მოუსმინეთ მუსიკას – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ ,იცეკვეთ. • უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი. შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგდასავლო ჟანრის ფილმი.
• დაკავდით ხელოვნებით – ცუდი განწყობა შეიძლება დაიხატოს, ან ჩაიწეროს ლექსის სახით. მთელი უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე. არ დაიტოვოთ ცუდი შიგნით და თქვენი განწყობა გამოკეთდება.
• ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის ადამიანს დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება დადებით ემოციებს იწვევს. ჩაეხუტეთ ახლობლებს და მოდუნდით.
• იყოლიეთ ცხოველი – ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას და ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს.
წყარო:1) http://icode.ge/2012/06/18/რჩევები-კარგი-განწყობისა/
ეხლა მე გაგაცნობთ პსოსტს „ყველაზე უცნაური შენობები მსოფლიოში“. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პოსტია, მე პირადათ ძალიან დამაინტერესა და მომეწონა ეს პოსტი. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა ეს პოსტი და თქვენი აზრიც გამეგო. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა.
“ოჰ, ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო”-ალბათ ასე იტყვით, როცა ნახავთ ამ უცნაური შენობების სურათებს.ამ სახლებში განლაგებულია საგამოფენო ცენტრები, ოფისები ან მათში უბრალოდ ცხოვრობენ ადამიანები.ასეთი სახლების პროექტებზე მუშაობენ უკიდეგანო ფანტაზიების მქონე უნიჭიერესი არქიტექტორები. მათი ამოცანაა შექმნან ისეთი სახლების პროექტები, რომელიც უნიკალური იქნება მთელ მსოფლიოში.
1. ატომიუმი ბრიუსელში(ბელგია).
პროექტის ავტორებია არქიტექტორები ანდრე და მიშელ პოლაკები.
2. მსოფლიოში ერთადერთი ხის ცათამბჯენი არხანგელსკში(რუსეთი), რომელიც დაანგრიეს 2009 წელს.
3. სასახლე ოტრივში(საფრანგეთი).
სასახლე აშენებული იქნა უბრალო ფრანგი ფოსტალიონის ფერდინანდ შევალიეს მიერ 33 წლის მანძილზე.
4.პიერ კარდენის ვილა კანში.
5.მუზეუმი Ripley’s Believe It or Not!
მუზეუმი მდებარეობს ნიაგარას ჩანჩქერთან ახლოს კანადაში.
6.Calakmul building-უზარმაზარი სარეცხი მანქანის ფორმის სახლი მეხიკოში(მექსიკა).
7.Dynamic Tower დუბაიში.
ცათამბჯენი, რომელშიც ყველა სართული ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო. ესაა მსოფლიოში პირველი შენობა, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა.
8.La Tete au Carre-შენობა მდებარეობს ნიცაში(საფრანგეთი). მასში განლაგებულია ბიბლიოთეკა.
9.WonderWorks-შენობა, სადაც მოთავსებულია გასართობი ცენტრი. იგი მდებარეობს ქალაქში პიჯი ფორჯი(აშშ).
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/42074-ყველაზე-უცნაური-შენობები-მსოფლიოში/129/
გაგაცნობთ პოსტს „ყავის ლიქიორის“ შესახებ. პოსტში გაეცნობით როგორ უნდა მოამზადოთ ყავის ლიქიორი.ჩემი აზრით თქვენთვის საინტერეო პოსტი იქნება. გაეცანით და თუ დაგაინტერესებთ გააკეთეთ. თქვენი აზრებიი დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებისთვი.
24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩაის ჭიქა წყალში. ვხარშოთ 5 წუთი და დავდგათ რამოდენიმე საატი, რომ კარგად გაცივდეს და დაილექოს; შემდეგ გავწუროთ ოთხ დოლბანდში, დავამატოთ ცოტა ვანილი, როცა გაცივდება, დავასხათ ჭიქანახევარი სპირტი ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი.
მასალა:
ყავა–24 ჩაის კოვზი
წყალი–6 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი– 5 ჩაის ჭიქა
სპირტი–ჭიქანახევარი (ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი)
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/5546-ყავის-ლიქიორი/157/
გადავწყვიტე თქვენთის წაემომედგინა პოსტი სადაც იქნებოდა თავმოყრილი „კოკო შანელის გამონათქვამები“. ჩემი აზრით მოდის მიმდევარ ქალბატონებს დააინტერესებთ კოკო შანელის ნაირი ქალის გამონათქვამები და მისი რჩევები. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთის დამეპოსტა ეს გამონათქვამები. გაეცანით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
1. თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.
2. სად გამოვიყენოთ სუნამო? – სად გსურთ რომ გეამბორონ?
3. თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი.
4. თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას.
5. არაფერი აბერებს ისე, როგორც ძალიან ძვირფასი სამოსი.
6. სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.
7. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა!
8. მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.
9. ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.
10. თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.
11. მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.
12. თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.
13. მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.
1ხ4. იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.
15.ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს.
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/42493-კოკო-შანელის-გამონათქვამები/167/
წარმოგიდგენთ პოსტს კვერცხის შესახებ. პოსტში არაის კვერცხის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. მე ამ პოსტიდან ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია გავიგე ,იმედია თქვენც გაეცნობით და ბევრ ისეთ ინფორმაციას გაიგებთ რაც თქვენითვის უცნობი იყო. თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით ! დიდი მადლობა ყურადღებითვის.
კვერცხის სასარგებლო თვიხებები
ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.
თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.
ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას).
კვერცხის შენახვის და მოხმარების წესები და ვადები
კვერცხის შენახვისას მთავარია, რომ:
მუდმივად დაცული იყოს საკმარისად გრილი ტემპერატურა (+20ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს).
არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. ამიტომ სრულიად დაუშვებელია შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა – ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭი მიკრობებისთვის გამტარი ხდება. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში შესაძლოა მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც ადამიანთა მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სოფლის თუ ფერმის?
მაღაზიებში, როგორც წესი, ფერმის კვერცხები იყიდება (დაუშვებელია მაღაზიაში კვერცხის მიღება ვეტერინერული საბუთის გარეშე). თუმცა ყველას შეგვიმჩნევია, რომ ე.წ. „სოფლის კვერცხი“, ანუ სოფელში, გლეხების ეზოებში ლაღად მოსეირნე ქათმების კვერცხი ბევრად უფრო გემრიელია. რომელი ჯობს რომ შევიძინოთ?
სოფლის კვერცხი, მართლაც, უფრო გემრიელია. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს: ნედლი ბალახი, ჭია-ღუა, მარცვალი. ფერმის ქათმები კი სპეციალურად შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან – ზოგადად ბევრად უფრო ერთგვაროვანი კვება აქვთ. მაგრამ, სამაგიეროდ, ფერმაში გაცილებით მკაცრად კონტროლდება ფრინველის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია კვერცხის დასნევოვნების შესაძლებლობა. თან ფერმის კვერცხის ზედაპირიც უფრო სუფთაა – ფერმა მოწყობილია ისე, რომ კვერცხები დადებისთანავე შორდება ფრინველს და ამიტომ არ ბინძურდება. გლეხურ მეურნეობაში ფრინველების ჯანმრთელობის კონტროლიც ნაკლებია, კვერცხის დასვრის შანსიც მეტია. გარდა ამისა, აქ ხშირად კვერცხის შენახვის ვადებს და პირობებსაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას (გლეხურ მეურნეობაში კვერცხებს შეიძლება უბრალოდ კარადაში აგროვებდნენ, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდონ)
მოკლედ რომ ვთქვათ, ფერმის კვერცხი გარანტირებულად უფრო საღი და უვნებელია. თუმცა გემოთი და კვებითი ღირებულებით სოფლის კვერცხს ჩამორჩება. ამიტომ, გირჩევთ, სოფლის კვერცხი მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვათ. ხოლო თუკი უმი კვერცხის კერძს ამზადებთ – ამისთვის სჯობს ფერმის კვერცხი გამოიყენეთ!
ყოველი შემთხვევისთვის მაინც იცოდეთ: თუკი უმი კვერცხის მიღებიდან 12-24 საათში დაგეწყოთ შემცივნება, გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი – შესაძლოა ეს სალმონელიოზის ნიშნები იყოს. არ შეშინდეთ, დაავადება ანტიბიოტიკებით კარგად იკურნება. მაგრამ აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
რას ნიშნავს დიეტური კვერცხი?
„დიეტური“ კვერცხი უბრალოდ ახალს ნიშნავს. დადებიდან 7 დღის განმავლობაში (+20ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში) კვერცხი დიეტურად ითვლება, ამის შემდეგ კი ე.წ. „ჩვეულებრივი“ კვერცხი ხდება (ანუ უფრო ნაკლები ხარისხის, ვიდრე დიეტური). +20°C ტემპერატურაზე ჩვეულებრივი კვერცხი 25 დღე ინახება, ხოლო 0°-იდან +2°C-მდე ტემპერატურის პირობებში – 120 დღე. თუმცა შენახვისას კვერცხი წონასაც კარგავს და კვებითი ღირებულებაც უქვეითდება. თანდათან მცირდება ნაჭუჭის დამცავი აპკის სიმტკიცეც, ასე რომ, იზრდება მიკროორგანიზმების კვერცხის შიგთავსში შეღწევისა და გამრავლების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა შეეცედოთ, ახალი კვერცხი შეიძინოთ და მიირთვათ.
კვერცხის არჩევა
კვერცხის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
კვერცხის ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – ის უბრალოდ ფრინველის ფერზეა დამოკიდებული.
მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – რამდენი ხნისაა კვერცხი – რაც ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ამიტომ ეცადეთ, შეიძინოთ რაც შეიძლება ახალი კვერცხი. ფერმის კვერცხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა (ან თარიღი). მოძებნეთ ეს წარწერა. ნუ შეიძენთ ფერმის კვერცხს, რომელსაც შეფუთვაზე გამოშვების თარიღი არ აწერია!
მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში ინახებოდა კვერცხი მაღაზიაში. ნუ შეიძენთ კვერცხს, რომელიც მაღაზიაში გაგრილების გარეშე, სიცხეში ალაგია.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ კვერცხი შესაძლოა საღი არ იყოს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა „სოფლის კვერცხს“ ყიდულობთ), გირჩევთ კარგად დააკვირდეთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ:
ახალ კვერცხს არ უნდა ჰქონდეს კრიალა ზედაპირი, ის უნდა იყოს მქრქალი. ხელის გადასმის დროს უნდა შეიგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი, ძველი კვერცხის ზედაპირი პრიალებს;
დაიჭირეთ ხელში კვერცხი, ის უნდა იყოს საკმარისად წონადი.
დაყნოსეთ. მას არ უნდა ჰქონდეს სუნი, თუ სუნი აქვს, წარმოიდგინეთ, გატეხვის შემდეგ რა მძაფრი სუნი ექნება.
თუ გახედავთ ქათმის კვერცხს სინათლეზე, მას უნდა ქონდეს ერთგვაროვანი ღია–ნარინჯისფერი ფერი, ყოველგვარი მუქი ლაქების გარეშე. მუქი ლაქები ნიშნავს, რომ კვერცხი გაფუჭებულია.
თუ საშუალებაა, კვერცხის სიახლე შეიძლება წყალში ჩადებით შემოწმდეს. ამისთვის ჩაასხით ჭიქაში 3/4 მოცულობა წყალი და ფრთხილად ჩაუშვათ მასში კვერცხი:
ახალი (3-დღემდე) კვერცხი ჩაიძირება ჭიქის ძირზე;
1 კვირის კვერცხი ტივტივებს წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაში;
კვერცხი, რომელიც დადებულია 3 კვირის ან მეტის წინ, მაშინვე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება (მისი ნაწილი ამოვა წყლის ზემოთ);
არ შეიძინოთ კვერცხი, თუკი შეამჩნევთ რომ:
ნაჭუჭი დაზიანებულია ან გატეხილია;
ნაჭუჭი დასვრილია;
ნაჭუჭი პრიალებს;
კვერცხს არასასიამოვნო სუნი აქვს.
კვერცხის შენახვა და მოხმარება სახლში
კვერცხი სასურველია მაცივარში შეინახოთ.
მოხმარების წინ კვერცხი უნდა გაირეცხოს: სუფთა ნაჭუჭზეც კი ყოველთვის არის მიკროორგანიზმები, მათ შორის შესაძლოა პათოგენურებიც, რომელიც გატეხვისას შესაძლოა კვერცხის ცილაში მოხვდეს.
სასურველია ყოველი კვერცხი ცალ-ცალკე ჭურჭელში გატეხოთ, რათა მისი სისაღე შეამოწმოთ. ახალი, საღი კვერცხის ცილა მკვრივია მისი საზღვარი კარგადაა გამოხატული და თეფშზე გადმოსხმისას ინარჩუნებს კვერცხის ფორმას, ხოლო გულს თითქმის ბურთის ფორმა აქვს. თუ კვერცხის ცილა თხევადია ხოლო გული გაწელილია ეს არც თუ ისე ახალი კვერცხია, (თუმცა მისი საკვებად გამოყენება შესაძლებელია).
კვერცხი უნდა იხარშოს არანაკლებ 5 წუთი, რომ თავი დავიცვათ სალმონელოზისგან.
ნუ მოიხმართ კვერცხს, რომლის გატეხვისას აღმოაჩენთ, რომ:
კვერცხს ცუდი სუნი აქვს;
გული ნაჭუჭზე მიმხმარია;
ნაჭუჭის შიდა მხარეს ობი აქვს მოკიდებული;
კვერცხის გული მომწვანოა;
კვერცხის ცილა და გული ერთმანეთში არეული;
კვერცხს სისხლიანი ჩანართები აქვს.
რა თქმა უნდა, თუკი აღმოაჩენთ, რომ კვერცხი ცუდია, მომავალში შეეცადეთ იგი სხვა მიმწოდებლისგან შეიძინოთ. თუმცა ასევე კარგს იზამთ, თუკი აცნობებთ მაღაზიას იმის შესახებ, რომ მისი მოყიდული კვერცხი გაფუჭებული იყო – მისთვის ეს ნამდვილად ფასეული ინფორმაციაა. შეეცადეთ დაუბრუნოთ იგი მათ.
და ბოლოს: ნუ ჩადებთ ახალ კვერცხს ძველის შეფუთვაში, ვინაიდან ეს უკანასკნელი შესაძლოა სალმონელით იყოს დაბინძურებული. გამოიმუშავეთ ჩვევა: კვერცხების ერთჯერადი შეფუთვა დაცლისთანავე გადააგდეთ! მაცივარში კვერცხების ჩასადები უჯრა კი რეგულარულად გაწმინდეთ რაიმე ანტისეპტიკური ხსნარით.
წყარო:1) http://icode.ge/2012/06/18/როგორ-ავარჩიოთ-კვერცხი/