მოგესალმებით! იმედია კარგად ხართ, ძვირფასო მკითხველო, დღეს დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის შემომეთავაზებინა შემდეგი პოსტი ,, როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში“ ამ პოსტიდან თქვენ დარწმუნებული ვარ ბევრ რამეს შეიტყობთ, რაც აქამდე არ იცოდით და უცნობი იყო თქვენთის. ზრდა ძალიან ბევრი ახალგაზრდის პრობლემაა, ეს პოსტი კი გარკვეულწილად დაგეხმარებათმ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, იმედია კმაყოფილები დარჩებით. კარგი იქნება თუ თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ, დიდი მადლობა!
სიმაღლეში ზრდის სტიმულირება
სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, განურჩევლად სქესისა. თუკი თქვენი სიმაღლე არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, რომელთა დახმარებით შეძლებთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
* გაითვალისწინეთ თქვენი ასაკი. გოგონები 22 წლამდე იზრდებიან, ხოლო ვაჟები 24 წლამდე.
რა უნდა გავაკეთოთ:
1. პირველ რიგში ხელის მტევანზე უნდა გადაიღოთ რენტგენი,
რათა გამოჩნდეს ზრდის ზონები გაქვთ თუ არა. იმ შემთხვევაში თუკი პასუხი დადებითია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შედეგი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიმაღლეში ზრდა გამორიცხულია და რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუკი გაქვთ ხერხემლის გამრუდება, მისი გამოსწორებით 2 ან 3 სმ-ს მოიმატებთ.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ხერხემლის გამრუდების დიაგნოზი ექიმმა ვიზუალურად და პალპაციით (ხელით გასინჯვით) ვერ დაგისვათ. ეს მცირე გამრუდების შემთხვევაში ხდება და მის დასადასტურებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია.
დაიმახსოვრეთ!! ხერხემლის გამრუდება, ასაკის მიუხედავად, ზრდას აფერხებს და მისი გამოსწორების გარეშე, არანაირ პროცედურას არ აქვს აზრი.
2. ვისაც არ უნდა ვკითხოთ, თითქმის ყველა გვეტყვის, რომ სიმაღლეში ზრდას სტაფილო უწყობს ხელს.
ეს სწორი, მაგრამ არასრული ინფორმაციაა. სტაფილო მდიდარია A-ვიტამინით. სწორედ ის ასტიმულირებს ზრდის პროცესს, მაგრამ საქმე ისაა, რომ A-ვიტამინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეიწოვება. ამიტომ, როდესაც სტაფილოს მიირთმევთ 1ან 2 ჩაის კოვზი ზეთი მოასხით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ზეთი მაღალკალორიულია.
3. ისიც ყველამ იცის, რომ ცურვა ზრდაზე დადებითად მოქმე-დებს, მაგრამ ესეც არასრული ინფორმაციაა. გასათვალისწინებელია კონკრეტული მოძრაობები. საუკეთესოა ცურვის სტილი -”ბრასი”.
4. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და ყოველდღე რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ. გოგონებს კუნთების ზედმეტად განვითარების თავიდან აცილება სურთ, ამ შემთხვევაში ვარჯიშის სირბილით ჩანაცვლება იდეალური გამოსავალია.
თუკი ამ დრომდე ცხოვრების პასიური სტილი გქონდათ, თავიდან მხოლოდ 15 წუთით ივარჯიშეთ (ან ირბინეთ) და დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.
ვარჯიშის (ან სირბილის) დაწყებამდე გასათვალისწინებელია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულსისხლძარღვთა, ძვლოვანი სისტემის, და სხვა პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტის ნებართვა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე არსებული პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოთ.
5. ეცადეთ დაიძინოთ ადრე, რადგან
უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. არ იფიქროთ, რომ თუ გვიან დაიძინებთ და შემდეგ თუნდაც მთელი დღე იძინებთ დანაკარგს აინაზღაურებთ. საქმე ისაა, რომ კანი, რომელიც თვალზე გვეფარება ძალიან თხელია და მასში სინათლე ადვილად აღწევს. ორგანიზმს კი სრულყოფილად მხოლოდ მაშინ სძინავს, როდესაც თვალი სინათლით არ ღიზიანდება.
6. არ მიიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, რადგან ის ზრდის პროცესს აფერხებს.
7. თუკი ”ტურნიკზე” ეკიდებით, სწრაფად არ ჩამოხტეთ, ეს მთელს შრომას წყალში ჩაგიყრით.
8. ხერხემლის გამრუდების გამოსასწორებლად აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს. არ ეცადოთ თვითნებურად ან მეგობრის რჩევის გათვალისწინებით ივარჯიშოთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის ვარჯიში, რომელიც თქვენი მეგობრის შემთხვევაში წარმატებით გამოიყენეს, შეიძლება თქვენთვის არ იყოს რეკომენდებული.
9. ზოგჯერ ექიმები ფარმაკოლოგიურ
მკურნალობასაც მიმართავენ. სანამ მედიკამენტს დანიშნავენ მრავალ გამოკვლევას უტარებენ პაციენტს, რათა დარწმუნდნენ შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება. აღსანიშნავია, რომ ფარმაკოლოგიური მკურნალობისას 70%-ში უკუშედეგი გვაქვს. ვითარდება აკრომეგალია – რაც სხეულის წარზიდული ნაწილების (მაგ: ცხვირი, თითები…) ზრდაში გამოიხატება.
არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები ექიმის ნებართვის გარეშე !!
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/32582/126/search:როგორ%20გავიზარდოთ%20სიმაღლეში:loop:true
2) http://www.youtube.com/watch?v=rNhQzy5Hs6g
გამარჯობა თიკო, საკმაო ხანია თვალს ვადევნებ შენს ბლოგს, სიმართლე გითხრა ძალიან მომწონს, რაც ყველაზე მთავარია სისტემატიური ხარ და სულ წერ სხვადასხავ საინტერესო თემებზე 🙂 არც ეს პოსტია გამონაკლისი 🙂 მართალია მე აღარ გამომადგება ეს უინფორმაცია ჩემთვის :(( მაგრაამ მაინც სასიამოვნოა ამდენ ისიანტერესო რამის ერთბაშად გაგება ყოჩააღ !! წარმატებებიიიი !!!
saintereso informacia gavige am postidaan
yochag kargi da sasiamovno postia ))
საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტია, როგორც ვიზუალურად ასევე შნაარსობვადაც! ასე გააგრძელე 😉
საინტერესო პოსტია, ბევრ ახალგაზრდას გამოადგება სასურველი მიზნის მისაღწევად ^_^
amomwuravi postia da sazogadobistvis bevrad saintereso tema … warmatebebii :*
პოსტი კარგია, მაგრამ ეგ მეთოდი რამდენად გაამართლებს არ ვიცი :)) გიმუშავია აშკარად ყოჩაღ!
madloba tiko informaciistvis 🙂 kargi postia 🙂 warmatebebiii
chemi azrit dzalin saintereso postia !
dgesdgeobit martlac rom aqtualuri temaa simagleshi gazrda, am postis wakitxvis shemdeg ki didi informaciis mflobeli xdebi tu rogor gaizardo simagleshi
saintereso da sasargeblo postia axalgazrdebisatvis
kargi postia me gavitvaliswineb postshi moyvanil rchevebs imedia gaamartlebs
chemi ert-erti didi problema chemi azzrit simagle , exla gavecani tiko shens posts da aucilebalad gavitvaliswineb. 😀 :* dzalian sainteresoa !