წარმოგიდგენთ პოსტს,რომელშიც არის როგორ მოამზადოთ დესერტი “მსხალი ფენოვან ცომში ” . ძალიან საინტერესო პოსტია. საოცრად ლამაზი და ორიგინალური, იოლად მოსამზადებელი ნუგბარი, მარტივი და გემრიელი. დიასახლისებო, მოამზადეთ და გააოცეთ ოჯახის წევრები და სტუმრები! დიდი მადლობა ყურადღებისთვი.
ინგრედიენტები:
მსხალი -2 ცალი
ფენოვანი ცომი-200 გრამი
შაქარი- 30 გრამი
კვერცხი- 1 ცალი
მომზადება:
მწიფე ტკბილი ჯიშის მსხალი გავჭრათ შუაზე სიგრძეში, ამოვაცალოთ გული და დანით ჩავჭრათ სიგრძეზე.
მზა ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, დავადოთ მსხალი და გარშემო მჭრელი დანით შემოვაჭრათ ნაპირები, მსხკიდან 2 სმ-ის დაშორებით. გავუკეთოთ ცომისავე ფოთლები.
გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. გამოვაცხოთ 180 გარდუსზე 15 წუთის განმავლობაში შეწითლებამდე.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/42059-გემრიელი-და-ორიგინალური-დესერტი-მსხალი-ფენოვან-ცომში-ფოტორეცეპტი/156/
აუუ ძაან მაგარიაა
რა გემრიელი ჩანს)) 😀
ვცდი )
am magari momewona vecdebi rom gavaketo magram meewveba rom gamomivides. saintereso postia.
rakargat gamoiyireba 😀 sainteersoa!