ეხლა შემოგთავაზებთ პოსტს „ცედანის“ შესახებ. ჩემთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია. დამატებით ინფორმაციას ცედანის შესახებ გაეცნობით პოსტში. იმედია მოგეწონებათ ეს პოსტი. თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით! დიდი მადლობა ყურადღებითვი.
სოფელი ცედანი მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ხაშურიდან 16 კილომეტრის მანძილზე.
სამების ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. ეკლესია აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, სამრეკლო – 1910 წელს. ეკლესია დარბაზულია (10,3 X 6,7 მ), ნაგებია აგურით და ნატეხი ქვით, კამარა და კონქი ხისა იყო. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. შემაღლებულ საკურთხევლის ბაქანს არდაბაგი ეკვრის. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთით და ჩრდილოეთით. დასავლეთით ხის პატრონიკე იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). იგი პატარა კარით უკავშირდებოდა სამრეკლოს. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია. ამჟამად ეკლესიას ხის კონსტრუქციის ორფერდა სახურავი აქვს.
სამრეკლო დასავლეთიდანაა ეკლესიაზე მიშენებული, ნაგებია აგურით. იგი ორსართულიანი კვადრატული ნაგებობაა. დგას ოთხკუთხა მძლავრ კვადრატულ ბოძზე. ბოძები ერთმანეთთან დაკავშირებულია ნახევარწრიული თაღებით. სვეტისთავები ნაწყობია აგურით. სამ მხარეს გახსნილი პირველი სართული კარიბჭეა, რომელიც გადახურულია დამრეცი კამარით. მეორე სართული სამი მხრიდან ორ იარუსად შეწყვილებული თაღედით გახსნილი ფანჩატურია. ფასადებს იარუსებს შორის საფეხურიანი სარტყელი გასდევს. პირველ სართულს აგურის ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავს ლითონის ჯვარი ადგას. კარიბჭის სამხრეთ – დასავლეთ სვეტის სამხრეთ მხარეზე აგურის რელიეფური ჯვარია გამოსახული, ხოლო პირველი იარუსის თაღებს შორის აგურის წყობით გამოყვანილია სამრეკლოს აშენების თარიღი.
წყარო:1) http://dzeglebi.com/view.php?id=447
2) https://www.google.ge/search?hl=ka&site=imghp&tbm=isch&source=hp&biw=1407&bih=777&q=%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&oq=%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&gs_l=img.12…0.0.0.889.0.0.0.0.0.0.0.0..0.0….0…1ac..31.img..0.0.0.Pva_gpD6tH0
საინტერესო პოსტია, ძალიან მომეწონა, აქამდე ცედანზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. ყოჩაღ უცხო და საინტერესო თემებზე წერ.
momewona kargi postia. am postidan gavige cedanis shesaxeb aqamde am adgilze aranair informacias ar vplobdi. didi madloba !
am postis naxvamde es informacia ucnobi iyo. momewona da kmayopili var am postit. didi madloba.