ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ პოსტი “მოდის ტენდეციების” შესახებ. ამ პოსტში იქნება, როგორც საინტერესო ინფორმაცია ასევე ფოტო გალიერიაც, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, იმედია თქვენც მოგეწონებათ როგორც მე. გაეცანით პოსტს და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვი.
ხანდახან მიზეზები ერთობ ბანალურია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან პოპულარული მსახიობი და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი რომელიმე ვარცხნილობით ან ჩანთით გამოჩნდება და მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებისთვის ეს მისაბაძ მაგალითად იქცევა. ან, უბრალოდ, ეს ნივთი თუ სამოსი იმდენად ლამაზი და პრაქტიკულია, რომ საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. თუმცა, მოდა გაცილებით სერიოზული მიზეზების გამოც იცვლება, რასაც მასების ახალი მენტალიტეტის წარმოქმნა იწვევს. ასეთი შეიძლება იყოს ადამიანების დამოკიდებულების შეცვლა გარემოსა და ეკოლოგიის მიმართ, ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახალი ტექნოლოგიები…
უცნაურია, მაგრამ თავად დიზაინერებიც კი ხშირად სტილის სასარგებლოდ საუბრობენ და მას მიმდინარე ტენდენციებზე წინ აყენებენ. დომენიკო დოლჩე ამბობს, რომ როდესაც ქალი პოულობს თავის სტილს, მან იცის, როგორ აირჩიოს ის, რაც მას მოსწონს და არა ის, რაც მოდურია. “როდესაც მოგწონს ის, რასაც ატარებ, სამოსი ცოცხალია”. რა თქმა უნდა, დოლჩე სრულ ჭეშმარიტებას ამბობს. უნებურად გახსენდება ის ადამიანები, რომლებიც მოდურ, უზარმაზარ პლატფორმიან ფეხსაცმელს ატარებენ ან აღმოსავლური სტილის შარვალს და იმდენად არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რომ ეს სახეზეც კი აწერიათ. ასეთ ხალხს, ჩვეულებრივ, მოდის მსხვერპლს უწოდებენ ხოლმე. თუმცა, მე მაინც არ ვთვლი, რომ გარდერობის შევსება ტენდენციების გვერდის ავლით უნდა ხდებოდეს. ეს, პირველ რიგში, რთული იქნებოდა, რადგან მაღაზიები და ძალიან უბრალო ქარხნებიც კი ყოველთვის ითვალისწინებენ მიმდინარე სეზონის მოდას სამოსის წარმოებისას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინტაჟის მაღაზიაში ვიმოსებით, სრულიად შესაძლებელია ისეთი ნივთის არჩევა, რომელიც მოდურია მოცემულ მომენტში. მოდა ხომ ხშირად ძალიან მრავალფეროვანია და რამდენიმე ტენდენციიდან ადვილია აირჩიო ის, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ინდივიდუალურ განწყობას, გემოვნებას და სტილს.
სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც ამ სეზონის მოდური სამოსის თუ აქსესუარების პატარა სიის გაკეთება გადავწყვიტე. ყველა მოდური ნივთის ჩამოსათვლელად ერთი გვერდი რომ საკმარისი არ არის, ამას მკითხველი იოლად მიხვდება, თუმცა ამის შესაძლებლობა ხომ ყოველ პარასკევს მეძლევა ხოლმე. ამიტომ შიშის გარეშე, რომ რაიმე გამომრჩება, რამდენიმე ნივთზე თუ ტენდენციაზე მოგიყვებით, რომლებიც ამ შემოდგომაზე შესაძლოა თქვენთვის საინტერესო გახდეს.
1. შემოდგომის კოლექციების თვალიერებისას ყველაზე სწრაფად თვალში წითელი ფერი გეცემა – ის უბრალოდ მოდური კი არა, ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციაც კი გახდა. ერთი შეხედვით, ბანალურად შეიძლება მოგეჩვენოთ, ეს ფერი ხომ შემოდგომის ტონალობას ძალიან უხდება, თუმცა ბანალურობა ესთეტიკურობას არ გამორიცხავს. ამასთან, ეს არაა რბილი, ყავისფერნარევი წითელი, არამედ თვალისმომჭრელი, კაშკაშა და ენერგიულია. არ აქვს მნიშვნელობა, ამ ფერის რა ნივთს ატარებთ, თუმცა წითელი ფერის პიჯაკები და შარვლები განსაკუთრებით მოდურია, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.
2. როდესაც აქსესუარების არჩევას დაიწყებთ, ყურადღება მიაქციეთ პითონის ტყავს. გუჩის ხელჩანთები ამ ტენდენციის ნათელი დადასტურებაა.
3. თუ წინა სეზონებზე ანდროგენულ სილუეტებში გარკვეულ მასკულინურობასაც ვხედავდით, ახლა ეს უფრო შესამჩნევი გახდა. ამ ტენდენციაზე დაწვრილებით მოგვიანებით დავწერთ, იქამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცური სტილის ქალის ფეხსაცმელი ახლა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ამასთან, მას საკმაოდ მაღალი ქუსლიც კი შეიძლება ჰქონდეს.
4. კოპლები – ეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდება. ის მარკ ჯეიკობსის, ლინ დევონის, გუჩის და სხვა უამრავ დიზაინერთა კოლექციებში მოხვდა.
5. კაცებს შარვლების დიდი არჩევანი აქვთ, რადგან შეუძლიათ ატარონ როგორც ვიწრო, ისე ფართო შარვლები. რაც შეეხება ქალებს, მათ დიზაინერებმა უმეტესად ძალიან ფართო შარვლები შესთავაზეს.
6. სასურველია ტყავის კაბის შეძენა, თუ ის მოგწონთ და გიხდებათ კიდეც. თუ ყოყმანობთ, როგორ შეიძლება მისი ტარება, საკვანძო სახელს გეტყვით – Chloe.
7. გრილ ამინდში პიჯაკი საქმიან მამრობით სქესს აუცილებლად დაჭირდება. ყველაზე მოდურ ვარიანტს ნაკლებად აქვს აქცენტი წელზე, არის ლურჯი, მდოგვისფერი, ნაცრისფერი… ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მილიტარი უკვე აღარც ისეთი აქტუალურია, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, კვლავ შეიძლება ძალიან მოდური გახდეს და აი, რატომ: ბალმენმა მას ნაკლებად მკაცრი და ძალიან ახალგაზრდული სახე მისცა და ეს ძალიან კარგად გამოუვიდა.
8. რაც შეეხება არომატებს, შემოდგომაზე პოპულარობის მოსაპოვებლად ყველაფერი აქვს ორ ახალ პარფიუმს: ქალის Bvlgari – Mon Jasmin Noir-ს და კაცის Guilty Pour Homme by Gucci. პირველი ჟასმინის, მუშკის და მერქნის, მეორე კი ლავანდის, ფორთოხლის ყვავილისა და კედრის დომინანტი ნოტებით კარგ წყვილს ქმნიან გრილ ამინდთან და კომფორტის, სიმშვიდისა და სითბოს შეგრძნებას იწვევენ. რაც მთავარია, მათ აქვთ ის, რაც ასე აკლია თანამედროვე არომატების უმრავლესობას – ხასიათი.
წყარო:1) http://icode.ge/2011/10/02/მოდური-ნივთები/
ორიგინალურია :** ))) კარგი პოსტია.
saintereso postia.
kargia posti sheesebameba sataurs. sainteresoa )))