ეხლა გთავაზობთ პოსტს „კუნძულად ქცეული ძველი გემის“ შესახებ. ალბათ სათაური უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მომეწონა და დამაინტერესა ამ პოსტმა. მას საინტერესო ისტორია აქვს. იმედია თქვენც მოგეწონებათ ეს პოსტი! თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით.
გემი სახელად “Ayrfleld” დგას ჩოუმბუშის ყურეში, იგი 1911 წელს ააგეს დიდ ბრიტანეთში, გემი ამჟამად 102 წლისაა და საოცრებად გადაიქცა, ძველ ჟანგიან კორპუსზე მცენარეებმა და ხეებმა გაიხარეს და იგი დღეს გამოიყურება როგორც სიცოცხლის კუნძული.გემი 1926 წელს ავსტრალიელებმა იყიდეს და აქტიურად დაცურავდა 1969 წლამდე, შემდეგ ჩამოწერეს და დაშლას დაუქვემდებარეს, თუმცა გემი არავინ დაშალა 44 წლის განმავლობაში დგას ყურესთან, სადაც კუნძულად გადაიქცა.
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/34481-კუნძულად-ქცეული-ძველი-გემი/132/
dzalian saintereso postia. momewona . aqamde am kundzulis shesaxeb aranair informacias ar plobdi ))) 😀