თიკო ბესტავაშვილის ბლოგი

საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები ამ ბლოგზე!

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

Posted by tiko bestavashvili on January 28, 2014
Posted in: Uncategorized. Leave a comment

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სია, რომელსაც ქვემოთ იხილავთ გულს არ დაგწყვეტთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩამონათვალში თქვენს პროფესიას აღმოაჩენთ და ნახავთ, რამდენად განსხვავდება თქვენი შემოსავალი თქვენი ამერიკელი კოლეგების შემოსავლისგან. აქვე ვიმედოვნებთ, რომ ეს სია აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.

წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში და წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებს აშშ-სა და ევროპაში. დიდი მადლობა ყრადღებისთვის თქვენი მონა მორჩილი თიკო ბესტავაშვილი!
21e4afba26fbb3d5768c424e38f5e553
სამრეწველო და ორგანიზაციული ფსიქოლოგი
fsiqologi
წლიური საშუალო ხელფასი: 124.160$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 8 წელი

მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიაში ფიგურირებს სიტყვა “ფსიქოლოგი”, ორგანიზაციული და სამრეწველო ფსიქოლოგები არ არიან ადამიანები, რომლებთანაც მიხვალთ და თქვენს პირად პრობლემებს განიხილავენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ კომპანიების ეკონომიკას და ამავდროულად, როგორც წესი, მჭიდროდ თანამშრომლობენ კომპანიის ადამიანური რესურსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის განყოფილებებთან. ის ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი კადრია დიდი კომპანიებისათვის.
კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი
it
წლიური საშუალო ხელფასი: 125.660$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი

რამდენად მნიშვნელოვანია კადრია კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში, თქვენ თავადაც კარგად იცით. რას აკეთებთ მაშინ, როდესაც თქვენი კომპიუტერი “ქრეშავს” ან თქვენი სამსახურის რომელი დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების იმედად ხართ, როდესაც მნიშვნელოვან ფაილს კარგავთ? თუმცა, IT მენეჯერები მხოლოდ ამისთვის არ არიან. ისინი მონაწილეობენ კომპანიის IT სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პროფესიის მთავარი სიკეთე კი ის არის, რომ მათ საშუალება ეძლევათ იმუშაონ ნებისმიერ დაწესებულებაში, რადგან ისინი ყველას სჭირდება. ყველაზე მეტად კი მათ უმართლებს, ვინც ისეთ ინდუსტრიებში ხვდებიან, როგორიცაა კინო ან ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც კარგ სპეციალისტებს, საშუალოდ 162.520$ აქვთ ხელფასი.

მარკეტინგის მენეჯერები
web-image-sashes-marketing-manager
წლიური საშუალო ხელფასი: 126.190$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი
კიდევ ერთი ძალიან საჭირო კადრი ამ ჩამონათვალში მარკეტინგის მენეჯერები არიან. მარკეტინგის მენეჯერებს პროფესიული რეალიზებისთვის ფართო სპექტრი და არჩევანი აქვთ. ისინი ერთ-ერთი მსხვილი რგოლის წარმომადგენლები არიან კომპანიების ფინანსური ინვესტირების სექტორში და წარმატებული საქმიანობისთვის, მათი საშუალო შემოსავალი 126,190$
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერი
sabunebismetyvelo
წლიური საშუალო ხელფასი: 128.230$
სასწავლო დრო: 4 წელი +
როგორც ალბათ თავადაც მიხვდით, თანამდებობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერები ზედამხედველობენ ისეთ მეცნიერებებს, როგორიცაა ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის საოფისე თუ ლაბორატორიულ მუშაობას. თუ ისინი მოიპოვებენ პოზიციას სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე, მათი შემოსავლის ქვედა ზღვარია 128.230$, თუმცა ბევრად აღემატება აღნიშნულ თანხას მათი შემოსავალი, ვინც კოსმოსურ ინდუსტრიაშია ჩართული.

ჩამონათვალი ასე გრძელდება:

არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯერები
arqiteqtorebi2
წლიური საშუალო ხელფასი: 129.350$
სასწავლო დრო: 4 წელი და მეტი…

იურისტები
lawyer
წლიური საშუალო ხელფასი: 130.490$
სასწავლო დრო: 7 წელი

ნავთობისა და გაზის გადამუშავების სპეციალისტი
cpe_03
წლიური საშუალო ხელფასი: $ 138.980
სასწავლო დრო: 4 წელი და მეტი
რა გასაკვირია, რომ ამ ჩამონათვალში შავი ოქროს სპეციალისტები მოხვდნენ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენლების სიაში შემდეგია ნავთობისა და გაზის გადამუშავების სპეციალისტი

სტომატოლოგები და ორთოდონტები
dentistebi
წლიური საშუალო ხელფასია 204.670$
სასწავლო დრო: 8 წლის განმავლობაში

ჩამონათვალში პირველ ადგილზე არიან ისინი, ვინც ზუსტად იცის, რომ “სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”… ისინი, ვინც პროფესიას ძალიან, ძალიან დიდ ხანს ეუფლებიან და ეს უფასდებათ კიდეც, ყოველ შემთხვევაში ასეა აშშ-ში. მოკლედ, საუბარია ექიმებსა და ქირურგებზე. პროფესიის დაუფლებას მინიმუმ 11 წელი სჭირდება და აი შედეგიც – ყოველწლიური საშუალო ხელფასი 234.950 $. სასწავლო დრო: 11 წელი და მეტი…
general_surgeons

წყარო: 1) http://www.adami.ge/fuli/162-yvelaze-maghalanazghaurebadi-profesiebi.html?lang=ka-GE

ყინწვისი

Posted by tiko bestavashvili on November 30, 2013
Posted in: Uncategorized. Leave a comment

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო, იმედია კარგად ხართ! დღეს სკოლიდან, ჩემი კლასი ვიყავით ყინწვისში ექსკურსიაზე, სულ რამოდენიმე წუთია მოვედი სახლში და გადავწყვიტე თქვენც გაგაცნოთ ამ კომპლექსის შესახებ. მე პირადად ემოციებს ვერ ვმალავ იმდენად კმაყოფილი დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ თქვენც დაგაინტერესებთ. კარგი იქნება თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს კომენტარის სახით, დიდი მადლობა!
normal_1-saunje~3[1]
ყინწვისის კომპლექსი, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.
normal_1_2814129-saunje[1]
კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.
ყინწვისის კოშკი დაზიანებულია. შემორჩენილია: ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველი, გალავნის ნაშთი და მასში ჩართული კოშკი-სამრეკლოს ორი სართულის კედლები.
უკეთაა მოღწეული წმ. ნიკოლოზის და მცირე ეკლესიები.
სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა რამდენიმეჯერ: 1938 წელს – ზერელე. 1939-40 წლებში აღდგა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის დაზიანებული გარე კედლების ზედაპირი; შეიცვალა ქვის ლავგარდნები; აღდგა და დაკონსერვდა მინაშენები; გადაეწყო გუმბათის კონუსური გადახურვის დაზიანებული ქვის ლორფინები; ჩატარდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა. დამზადდა და ჩამოიკიდა ცულით გათლილი ძველის მაგვარი ხის კარები; მოეწყო წყალგამტარი კიუვეტები; დაკონსერვდა ეზოში შესასვლელი ნაგებობა (ჭიშკარი); დასავლეთის მინაშენი და მცირე ეკლესია გადაიხურა ღარიანი, თანამედროვე კრამიტით: ხის საყრდენი გაუკეთდა ავარიულ თაღს დასავლეთის მინაშენის სამხრეთ სათავსში; სარკმლებში ჩაიდგა მავთულისბადეებიანი ალათები. 1953-57 წლებში წმ.ნიკოლოზის ეკლესია გადაიხურა თანამედროვე ღარიანი კრამიტით; სახურავის ქანობებზე გაკეთდა წყალმიმღები ღარები და წყალსავალი მილები; ღვთისმშობლის ეკლესიის ნახევრად დანგრეული კამარა გადაიხურა, ხოლო დასავლეთის ორი კედელი დაკონსერვდა. 1964 წელს ჩატარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რესტავრაცია. 1964-66 წწ. გაიწმინდა და გამაგრდა წმ. ნიკოლოზის ტაძრის მხატვრობა (რესტავრატორები შ.აბრამიშვილი, კ.ბაკურაძე).
წმ. ნიკოლოზის ეკლესია – ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა 19,7 (მონაშენის გარეშე) X 14 (მინაშენების გარეშე) მ, სიმ. გუმბათის ქვეშ 24,3 მ), ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV ს-ში.
normal_1_281429-saunje[1]
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.
normal_1_284529-saunje[1]
კვადრატის საფუძველზე აღმართული გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ცილინდრულ ყელზე თორმეტი სარკმელია. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის წინ ღრმა ბემა ისრული კამარითაა გადახურული. კონქი მეოთხედი სფეროა. აფსიდში სამი სარკმელი და ერთი ნიშია. შუა სარკმლის ღერძზე აგურის სატრაპეზოა. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. მოგვიანებით ნაგები (XVI-XVII სს.) აგურის კანკელი საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. კანკელის ცენტრში თაღოვანი აღსავლის კარია, გვერდებზე ერთ ხაზზე განლაგებულია სამ-სამი თაღი. განაპირა თაღები ხატის შესანახი ნიშებია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სათავსებია. პირველ სართულზე აფსიდიანი, ცილინდრული კამარით გადახურული სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ეკლესიის ძირითად სივრცეს კარებით უკავშირდებიან. სათავსებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. II სართულხე ასეთივე გეგმის თითო საიდუმლო ოთახია. ამ ოთახებში მოხვედრა შეიძლება ქვედა სართულის გადახურვაში დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბით. ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები ისრული კამარითაა გადახურული. დასავლეთის მკლავში მაღლა ერთი სარკმელია, გვერდის მკლავებში კი სამ-სამი (ორი ქვევით და თითო ზევით). სარკმლებს ნახევარწრიული გადახურვა აქვთ. ვიწრო და გრძელი გვერდის ნავები ცილინდრული კამარითაა გადახურული. მათ განივ კედლებში თითო სარკმელია.
normal_1_288229-saunje[1]
ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. კტიტორი მოხსენიებულია სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედლის ძლიერ დაზიანებულ წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში, გასასვლელი კარის წირთხლებზე, ვხვდებით ბერძნულ წარწერებს. გაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი, მკლავებშორისი სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთ სივრცის კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა. გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი, ქვემოთ, სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა განვითარებული იკონოგრაფიული რედაქციით (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ცხრა მთავარანგელოზი); სარკმლებს შუა ფიგურები განლაგებულია ორ რიგად: პირველ რიგში აღმოსავლეთ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია მამამთავარი აბრაამი, ამავე სარკმლის სამხრეთით წინასწარმეტყველები ელია, ზაქარია, იერემია, მალაქია, ეზეკიელი, ესაია; მეორე რიგში – წმინდანები: სოზონ, მინა, აბიბოს, პლატონ, ფლოროს, ლავროს, მუკი, ანდრია სტრატილატი, გორია, სამონა, იაკობ დაჭრილი და ონისიფორე. გუმბათის აფრებში გამოსახული მახარებლები, რომლებსაც სახარება უჭირავთ ხელში, ჩასმულია მედალიონებში, ხოლო აქეთ-იქით კი აღმოსავლეთისკენ მიბრუნებული მფრინავ ანგელოზთა ორ-ორი ფიგურაა.
საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისრტრად იყოფა.
normal_3_28729-saunje[1]
ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი მჯდომარე ოდიგიტრიას სახით, მის გარშემო ანგელოზთა ფიგურებია (ორი კონქში, ოთხი ბემის კამარაში). ბემის თაღის ცენტრში წრეში ჩახაზული ჯვარია გამოსახული, მეორე რეგისტრში ბემის კედლებზე – მოციქულთა ზიარება. აბსიდის სარკმლებს შუა ორი წმინდანია: ჩრდილოეთით – წმ. ნიკოლოზი, სამხრეთით – წმ.სილიბისტრო. მესამე რეგისტრში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი: ჩრდილოეთით – იოანე ოქროპირი, ხარლამპი, ნიკოლოზ, კვირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და პეტრე ალექსანდრიელი; სამხრეთით – გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბაგრატი, ბასილი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი და მიტროფანე. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე დიაკვნების ტიმონის, ტიმოთეს, ტიტეს, სტეფანეს, პარმენისა და პროქორის გამოსახულებებია. შუა სარკმლის ქვემოთ, ნიშში, მაცხოვრის წელზედა ფიგურაა. ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებია; სამხრეთ მკლავის პირველ რეგისტრში, სამხრეთის კედელზე – ხარება, აღმოსავლეთით – ღვთისმშობლის შობა, დასავლეთით – ტაძრად მიყვანება; მეორე რეგისტრში, სამხრით – ქრისტეს შობა, აღმოსავლეთით – ამაღლება, დასავლეთით – სულიწმიდის მოფენა: მესამე რეგისტრში, სამხრეთით – მკერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან; აღმოსავლეთით – ღვთისმშობლის მიძინება; დასავლეთით – საიდუმლო სერობა; ჩრდილოეთის მკლავის პირველ რეგისტრში, ჩრდილოეთის კედელზე – ლაზარეს აღდგინება; აღმოსავლეთით – ნათლისღება (დასავლეთით ნალესობა ჩამოცვენილია); მეორე რეგისტრში, ჩრდილოეთით – იერუსალიმს შესვლა, აღმოსავლეთით – ჯვარცმა, დასავლეთით – ფერისცვალება; მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთით – დედანი მაცხოვრის საფლავთან; აღმოსავლეთით – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთით – ქრისტეს დატირება. ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით – გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა;
normal_2_282129-saunje[1]
სამხრეთით – მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები. კტიტორის გვერდით გამოსახულია სამი მეომარი (უშუალოდ მის გვერდით წმ.გიორგია). ისტორიულ პირთა გამოსახულებებს შუა საუკუნეების ქართული ტრადიციის მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ადგილი აქვთ დათმობილი (შესასვლელის მოპირდაპირე მხარე, ქვედა რეგისტრი). ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე მხატვრობის ექვსი რეგისტრია. ზემოთ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი წმ.ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, რომლებიც გრძელდება ამავე მკლავის სამხრეთის კედელზეც. აქ გაირჩევა წმ. ნიკოლოზის მღვდლად კურთხევა, მისი მღვდელმთავრად კურთხევა და კერპების დაქცევა. დასავლეთ კედლის მეორე რეგისტრის სცენები დაზიანებულია. მესამე რეგისტრში წარმოდგენილია სამი ჭაბუკი ცეცხლის სახმილში. მომდევნო სამი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს. მ.შ. უშუალოდ პატრონიკეში შესასვლელის სამხრეთითა და ჩრდილოეთით გამოსახული წმინდანები იოანე ზედაზნელი და დავით გარეჯელია (მთელი ტანით). დანარჩენ ორ რეგისტრში, დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე წელზევით გამოსახულია მარტვილები (იკითხება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელი). სამხრეთით, მეხუთე რეგისტრის მესამე ფიგურა წმ. ბარბარეა, ქვემოთ, ნართექსში, გასასვლელის ჩრდილოეთის მხარეს – წმ.კვირიკე და წმ.ივლიტა. სამხრეთ-დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის კედლებზე გამოსახული იყო წმ.გიორგის ცხოვრების სცენები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წმ. გიორგი კირის ორმოში. აქვე, სამხრეთ კედელზე – იესეს ძელი. სარკმლის წირთხლებზე და გუმბათქვეშა ბურჯებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია. ასომთავრული წარწერების მიხედეით ხერხდება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელის დადგენა. სამხრეთ მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლზე გამოსახულია წმ. სვიმეონ მესვეტე, ამავე კედლის დასასვლეთ სარკმელში – წმ.კოზმა, გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეს – წმ.მეომრები არტემი და მერკური. ყველა თაღისა თუ კამარის ცენტრში გამოსახულია წრეში ჩახაზული ჯვარი. ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. გუმბათქვეშა ბურჯებისა და კედლების ქვედა ნაწილები სხვადასხვა ფერის ვერტიკალური ზოლებითაა შემკული. გუმბათის ყელის სარკმლების და თაღების საფეხურები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოდან მხატვრობა მოჩარჩოებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტები საკურთხევლის კანკელზე XVII ს-ისაა. მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. კონტურის დენადი ხაზი და წმინდანთა სახეების რბილი მოდელირება (ოქროსფერ ოქრას ლაქებთან შემდნარი გამჭვირვალე მწვანე ჩრდილები) შესრულების დახვეწილ ოსტატობაზე მეტყველებს. კომპოზიციები, რომლებიც იშლება მთიანი თუ არქიტექტურულ პეიზაჟის ფონზე, მონუმენტუროა, ფიგურათა მოძრაობა – მშვიდი, სახის გამომეტყველება – რბილი და შთაგონებული. მოხატულობის საერთო კომპოზიციური აგება თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII სს. მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობოს სისტემისათვის. ყინწვისის მოხატულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის. ეკლესიის ფასადები, გარდა აღმოსავლეთისა, წარმოადგენს საფეხურებიან ცოკოლზე აღმართულ ერთ მთლიან სადა სიბრტყეს. ჯვრის მკლავები სივრცეში მკვეთრადაა გამოვლენილი. მათ გადაკვეთაზე აღმართულია კონუსური გუმბათის ყელი. აღმოსავლეთის ბრტყელი ფასადი ქვის სწორკუთხა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ჯვრის მკლავის არეში ორი მაღალი და განიერი, გეგმით სამკუთხა ნიშია.
213za[1]
23811111111111[1]
დასავლეთ ფასადის ცენტრში მოურთავი სარკმელია. უფრო რთულია ფასადის წინ წამოწეული ნაწილი. აქ ძირითადად ერთი სიბრტყეა, რომელსაც ცენტრში ოდნავ აწეული ფრონტონი და გვერდის ჰორიზონტალები ამთავრებს. ქვედა ნაწილში სამი თაღია. მათგან შუა (თაღის ქვედა ნახევარი ამჟამად ამოშენებულია) მაღალი, ვიწრო და გახსნილია. გვერდის დაბალი და განიერი თაღები ღრმა ნიშებს ქმნიან. ნიშების ზედა ნაწილში თითო მაღალი სარკმელია. თაღები ნახევარწრიულია, ოდნავ ჩაწეული რელიეფით. ზედა ნაწილში სამი დიდი სარკმელია: გვერდებზე – თანატოლი, შუაში – მაღალი და განიერი (ამჟამად იგი თითქმის მთლიანად ამოქოლილია). ჩრდილო და სამხრეთ ფასადები ერთნაირია. სამხრეთის ფასადზე ოთხი სარკმელი და ერთი კარია. კარი მარცხენა მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო სარკმლებიდან ერთი ვიწრო და მაღალი ჯვრის მკლავის ცენტრშია, ხოლო სამი ქვემოთ, ერთ ჰორიზონტალზე (ორი ჯვრის მკლავის მონაკვეთში, ხოლო ერთი მის მარცხ. ნაწილში). ჩრდილოეთის ფასადზე კარ-სარკმლები ასევეა განლაგებული გარდა მარჯვენა მონაკვეთის სარკმლისა. ფასადებს ამთავრებს მარტივპროფილიანი ქვის ლავგარდანი. გუმბათის ყელზე თორმეტი უწყვეტი დეკორატიული თაღია, რომლებიც სარკმლების არეებს საზღვრავენ.
normal_2_28129-saunje[1]
გუმბათის ლავგარდანი თავისებურია: ქვემოთ აგურის წყობის სხვადასხვა კომბინაციით მიღებულია რთული არშია, ზემოთ კი პროფილირებული ქვაა. ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით (ამჟამად შეცვლილია ახალი კრამიტით). ეკლესიის დასავლეთის მხარე, მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. მას ქვემოთ გარე მხარეს ღია თაღები აქვს, ხოლო ზემოთ ზედა სართულის პატრონიკეს სარკმლებია. ნართექსი სამი სათავსისაგან შედგება და აგებულია ეკლესიასთან ერთად (შიდა კედლები ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV ს. II ნახ-ში). ნართექსი მთლიანად იყო მოხატული. ამჟამად მოხატულობის ნაწილი დაღუპულია (უმთავრესად სამხრ-ისა და ჩრდ-ის სათავსებში). მხატვრობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილო კედლის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და მისკენ მიბრუნებული ორი მთავარანგელოზი. ქვემოთ, ამავე კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, გამოსახულია XV საუკუნის II ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი.
normal_1_283629-saunje[1]
შეიმჩნევა მხატვრობის ორი ფენა. გამოსახულების ქუდი, სახე და მარცხენა მხარი ადრინდელია. დაზიანებული კედელი მოგვიანებით შეულესავთ და კვლავ მოუხატავთ. ზაზა ფანასკერტელის მარგალიტებით გაწყობილი მუქი მოწითალო შინდისფერი ვიწრომაჯებიანი კაბა და მოსასხამი ამ პერიოდისაა. ბათქაშის ქვედა ფენაზეა შესრულებული წმ. ნიკოლოზის წელზედა ფიგურაც, რომელიც საერო პირისკენაა მიბრუნებული. მოხატულობის ამავე რეგისტრში, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე მოცემულია მოციქული პეტრე. აქვე, ნართექსის ჩრდილო სათავსში გასასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ხატი მანდილისაი. შუა სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ, ცენტრში, სამხრეთის სათავსში გასასვლელის თავზე გამეორებულია ხატი მანდილისაი, მისგან აღმოსავლეთით გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი (ახლავს ასომთავრული ასო “დ”) და ეკლესიის მამა; დასავლეთით – ღვთისმშობელი და წმინდანი (ქალის ფიგურა); ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ექვსფრთედი, მეომრის ტანსაცმელში გამოწყობილი მთავარანგელოზი მიქაელი, მოციქული პეტრე გასაღებით ხელში; დასავლეთით მოციქული პავლე; ამავე სათავსში, მთავარ ტაძარში გასასვლელის ტიმპანის ორივე მხარეს, სამკუხთა მონაკვეთზე გამოსახულია წმ.დედანი. ნართექსის სამხრ. სათავსის მოხატულობის მეტი ნაწილი განკითხვის დღის კომპოზიციას ჰქონდა დათმობილი. ამ სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება. ქვემოთ, კედლის დასავლეთ კუთხეში შერჩენილია ჯოჯოხეთის სცენის ფრაგმენტი. ამავე სათავსის აღმოსავ;ეთ კედელზე ორ რეგისტრად მოცემულია წმინდანთა ჯგუფები: წმ.ქალწულნი, წმ.მღვდელმოძღვარნი და წმ.მოწამენი. ქვემოთ, თაღით შემოსაზღვრულ არეზე, ჩრდილოეთ მონაკვეთზე გამოსახულია იოანე ნათლისმცემლისა და წინასწარმეტყველ ზაქარიას წელზედა ფიგურები ერთიმეორის ქვეშ. აქვე, სამხრეთ მონაკვეთზე, წმინდანთა ფიგურების ფრაგმენტებია შერჩენილი. ამავე თაღის გვერდით, მისგან ჩრდილოეთით ორ რეგისტრად მოცემულია: ზემოთ – ანგელოზისა და წმ.პავლეს ფიგურები, ქვემოთ – ეკლესიის მამა მთელი ტანით. ამავე სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ სამი წმინდანის წელზედა ფიგურებია: ცენტრში – წმ.ბარბარე, აღმოსავლეთით წმ. ირინე; ქვემოთ, კედლის აღმ. მონაკვეთზე წარმოდგენილია წმ.გიორგი კაპადოკიელი (ჰკლავს გველეშაპს), დასავლეთით – წმ.თევდორე მთელი ტანით. ნართექსის ჩრდ სათავსის მხატვრობა გაჭვარტლულია და ძნელი გასარჩევია. აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ – წმ. მსხვერპლი და მის გარშემო ოთხი ეკლესიის მამა (თითოეული მხრიდან ორ-ორი ფიგურაა). ამავე სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ქრისტეს
normal_1_2810129-saunje[1]
შობა, ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე – თაღნარის ქვეშ ეკლესიის მამები მთელი ტანით. წმინდანთა კონტურები ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზეც გაირჩევა. ნართექსის გასასვლელის წირთხლები, პილასტრების მხრები, თაღების სოფიტები შემკულია მცენარეული და გეომეტრიულო ორნამენტით. ნართექსის კამარებზე, შუა და სამხრეთ სათავსებში, წარმოდგენილია ანგელოზები და მჯდომარე მოციქულები. ზოგიერთ გამოსახულებას ახლავს ასომთავრული წარწერა. ნართექსის სამხრეთ სათავსის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მოხატულობა ხასიათდება უშუალო გამომსახველობით. კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი მწვანე, ღია ცისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. დანარჩენი მოხატულობის მეტი ნაწილი მდარეა. ნახატი სქემატურია, ხისტი. კოლორიტი მღვრიე ფერებისგან შედგება (შავი, მანაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, ყვითელი, ვარდოსფერი, მონაცრისფრო-თეთრი). ყინწვისის ტაძარი საქართველოს განვითარებული ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ტაძრების ტიპური ნიმუშია, თუმცა აქ “ტრადიციული” სამშენებლო მასალის – ქვის ნაცვლად გამოყენებული იყო აგური.
normal_2_285229-saunje[1]
ღვთისმშობლის ეკლესია – დარბაზული ნაგებობაა (11,2 X 4,5 მ),
დგას წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. ეკლესიის ძირითადი ნაწილი (დარბაზი) მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხეელის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით ჩანს კარის წირთხლებიც. ძლიერ დაზიანებულია საკურთხევლის კედლები და სახურავიც. ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად (რეგისტრის ხაზი მოწითალო-ყავისფერია). კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. ღვთისმშობელი საქართეელოში საკმაოდ გავრცელებული იკონოგრაფიული ტიპის – მჯდომარე ოდოგიტრიას სახითაა წარმოდგენილი.

213za[1]
ქვემოთ, მეორე რეგისტრში ოთხი სცენაა: საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ზიარების ორი კომპოზიციაა,
ხოლო ამავე რეგისტრის კიდეებში – მაცხოვრის სასწაულთა ორი სცენა: ჩრდილოეთით – ქარიშხალი ტიბერიადის ტბაზე, ხოლო სამხრეთით – იაიროსის ქალიშვილის განკურნება.
normal_3_285729-saunje[1]
სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი დიაკვანი – წმ. სტეფანე და წმ. პროქორე. მათი ფიგურები თაღნარითაა მოჩარჩოებული. სარკმლის თაღში მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული.
normal_3_289529-saunje[1]
მოხატულობოს მესამე რეგისტრში სარკმლებისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული ეკლესიის მამებია ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, რეგისტრის ხაზით გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთზე მაცხოვრის წელზედა ფიგურა იყო. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. უმთავრესად ღია მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერო და მოწითალო აგურისფერია გამოყენებული. ვხვდებით, აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერს (ფონი, ტანსაცმელი), რაც ამ ეკლესიის მოხატულობას წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობას უახლოვებს. მსგავსება შეიმჩნევა ღვთისმშობლის გამოსახულებებშიც, რომლებიც ამ ეკლესიების საკურთხევლის კონქს ამკობს. წერის მანერა მთავარი ტაძრის მოხატულობასთან შედარებით უფრო ხაზოვანია. თავისებურია აგრეთვე საკურთხევლის მხატვრობაში სახარების სცენათა შეტანა და ქრისტეს განმეორებითი გამოსახულება ზიარების კომპოზიციაში (ზიარების ორივე სცენაში მაცხოვროს სამი ფიგურაა). მოხატულობა XIII ს-ის II ნახ-ით თარიღდება. ნახევარწრიულ საკურთხეველში ერთი დიდი სარკმელი და ოთხი ნიშია. ეკლესიის ფასადები ნაგებია ოდნავ დამუშავებულო ქვით; სახურავი ლორფინისა ყოფილა.
normal_1_28229-saunje[1]
მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან.
აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულოა (5,1 X 4,5), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქყის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში კარ-სარკმლის თაღებზე). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი უსწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო მცირე, ხოლო დასავლეთით ერთი დიდი სარკმელია (სავარაუდოა, გვიანაა გაჭრილი ან გაგანიერებულია). დარბაზის (აფსიდიანად) გადახურვა უსწორო წაკვეთილი პირამიდის მსგავსია. ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია ცალმკლავა რელიეფური ჯვარი.
ყინწვისის კომპლექსი მდებრაეობს მდინარე ძამას ხეობაში – ქარელის რაიონში.
წყარო:1) http://saunje.ge/index.php?id=97&lang=ka

შიდსი

Posted by tiko bestavashvili on November 26, 2013
Posted in: Uncategorized. Leave a comment

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო, იმედია კარაგდ ხართ! დღეს კონკურსის ბოლო დღეა და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა. დღეს ვფიქრობდი თუ რა დაპესტა ბლოგზე, ბოლოს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ თქვენთვის შემომეთავაზებინა შიდსზე პოსტი. იმედია პოზიტიურად მოეკიდებით ჩემს შემოქმედებას და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ ამ პოსტიდან.. კარგი იქნება თუ თქვენს აზრს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში დააფიქსირებთ, დიდი მადლობა! თქვენი მონა მორჩილი თიკო ბესტავაშვილი.
230px-Red_Ribbon.svg
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
პერინატალური გადაცემა
პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ–ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს.
default
ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%.[2] 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინით მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რისცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაში.[4] სუბ-საჰარის აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.

ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.

default (4)
სიმპტომები
ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობა 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად კი ასე:
• ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;
• ლიმფური კვანძების გადიდება;
• ძლიერი საერთო სისუსტე;
• მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
• გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
• ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
• თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
• პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.
ინფიცირების დადგენა
დღეს ადამიანის ინფიცირების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. თავდაპირველად შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უტარდება პირველადი ანუ სკრინინგული დიაგნოსტიკა. სკრინინგულ მეთოდებს შორის ფართოდაა გავრცელებული ე. წ. „სწრაფი/მარტივი“ მეთოდები და ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის მეშვეობით. სკრინინგული მეთოდით ინფიცირების დადასტურებულ სუბიექტს უნდა ჩაუტარდეს დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული დიაგნოსტიკა. დღესდღეობით კონფირმაციულ მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (PCR). საკუთრივ PCR ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი. თვისობრივი მეთოდი გამოიყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაში ყოფნის, სკრინინგული დიაგნოსტიკის გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის ინფიცირების გამოსავლენად. რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.
წარმოქმნა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში, გამოიყოფა ორი ტიპი, რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივ ინფექციების ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რომ სწორედ აივ-1 არის მსგავსი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისა, რომელიც აღმოაჩინესშიმპანზეებში. მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა ახლო წარსულში.
მეცნიერების მტკიცებით ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში. ერთერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არიალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
წყარო 1) http://ka.wikipedia.org/wiki/შიდსი
2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%AA%E1%83%98&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=BLCUUrOhMIO6ygOX4oG4Cg&ved=0CD4QsAQ&biw=1407&bih=777
3) http://www.youtube.com/watch?v=Cqwc7fZeeJo

როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Posted by tiko bestavashvili on November 25, 2013
Posted in: Uncategorized. 13 Comments

მოგესალმებით! იმედია კარგად ხართ, ძვირფასო მკითხველო, დღეს დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის შემომეთავაზებინა შემდეგი პოსტი ,, როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში“ ამ პოსტიდან თქვენ დარწმუნებული ვარ ბევრ რამეს შეიტყობთ, რაც აქამდე არ იცოდით და უცნობი იყო თქვენთის. ზრდა ძალიან ბევრი ახალგაზრდის პრობლემაა, ეს პოსტი კი გარკვეულწილად დაგეხმარებათმ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, იმედია კმაყოფილები დარჩებით. კარგი იქნება თუ თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ, დიდი მადლობა!
88281367090948
სიმაღლეში ზრდის სტიმულირება
სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, განურჩევლად სქესისა. თუკი თქვენი სიმაღლე არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, რომელთა დახმარებით შეძლებთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
* გაითვალისწინეთ თქვენი ასაკი. გოგონები 22 წლამდე იზრდებიან, ხოლო ვაჟები 24 წლამდე.
რა უნდა გავაკეთოთ:
1. პირველ რიგში ხელის მტევანზე უნდა გადაიღოთ რენტგენი,
რათა გამოჩნდეს ზრდის ზონები გაქვთ თუ არა. იმ შემთხვევაში თუკი პასუხი დადებითია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შედეგი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიმაღლეში ზრდა გამორიცხულია და რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუკი გაქვთ ხერხემლის გამრუდება, მისი გამოსწორებით 2 ან 3 სმ-ს მოიმატებთ.
88281367090989
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ხერხემლის გამრუდების დიაგნოზი ექიმმა ვიზუალურად და პალპაციით (ხელით გასინჯვით) ვერ დაგისვათ. ეს მცირე გამრუდების შემთხვევაში ხდება და მის დასადასტურებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია.
დაიმახსოვრეთ!! ხერხემლის გამრუდება, ასაკის მიუხედავად, ზრდას აფერხებს და მისი გამოსწორების გარეშე, არანაირ პროცედურას არ აქვს აზრი.
2. ვისაც არ უნდა ვკითხოთ, თითქმის ყველა გვეტყვის, რომ სიმაღლეში ზრდას სტაფილო უწყობს ხელს.
ეს სწორი, მაგრამ არასრული ინფორმაციაა. სტაფილო მდიდარია A-ვიტამინით. სწორედ ის ასტიმულირებს ზრდის პროცესს, მაგრამ საქმე ისაა, რომ A-ვიტამინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეიწოვება. ამიტომ, როდესაც სტაფილოს მიირთმევთ 1ან 2 ჩაის კოვზი ზეთი მოასხით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ზეთი მაღალკალორიულია.
88281367091055
3. ისიც ყველამ იცის, რომ ცურვა ზრდაზე დადებითად მოქმე-დებს, მაგრამ ესეც არასრული ინფორმაციაა. გასათვალისწინებელია კონკრეტული მოძრაობები. საუკეთესოა ცურვის სტილი -”ბრასი”.
88281367091094
4. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და ყოველდღე რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ. გოგონებს კუნთების ზედმეტად განვითარების თავიდან აცილება სურთ, ამ შემთხვევაში ვარჯიშის სირბილით ჩანაცვლება იდეალური გამოსავალია.
თუკი ამ დრომდე ცხოვრების პასიური სტილი გქონდათ, თავიდან მხოლოდ 15 წუთით ივარჯიშეთ (ან ირბინეთ) და დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.
88281367091123
ვარჯიშის (ან სირბილის) დაწყებამდე გასათვალისწინებელია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულსისხლძარღვთა, ძვლოვანი სისტემის, და სხვა პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტის ნებართვა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე არსებული პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოთ.
5. ეცადეთ დაიძინოთ ადრე, რადგან
უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. არ იფიქროთ, რომ თუ გვიან დაიძინებთ და შემდეგ თუნდაც მთელი დღე იძინებთ დანაკარგს აინაზღაურებთ. საქმე ისაა, რომ კანი, რომელიც თვალზე გვეფარება ძალიან თხელია და მასში სინათლე ადვილად აღწევს. ორგანიზმს კი სრულყოფილად მხოლოდ მაშინ სძინავს, როდესაც თვალი სინათლით არ ღიზიანდება.
88281367091162
6. არ მიიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, რადგან ის ზრდის პროცესს აფერხებს.
88281367091196
7. თუკი ”ტურნიკზე” ეკიდებით, სწრაფად არ ჩამოხტეთ, ეს მთელს შრომას წყალში ჩაგიყრით.
8. ხერხემლის გამრუდების გამოსასწორებლად აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს. არ ეცადოთ თვითნებურად ან მეგობრის რჩევის გათვალისწინებით ივარჯიშოთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის ვარჯიში, რომელიც თქვენი მეგობრის შემთხვევაში წარმატებით გამოიყენეს, შეიძლება თქვენთვის არ იყოს რეკომენდებული.
9. ზოგჯერ ექიმები ფარმაკოლოგიურ
მკურნალობასაც მიმართავენ. სანამ მედიკამენტს დანიშნავენ მრავალ გამოკვლევას უტარებენ პაციენტს, რათა დარწმუნდნენ შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება. აღსანიშნავია, რომ ფარმაკოლოგიური მკურნალობისას 70%-ში უკუშედეგი გვაქვს. ვითარდება აკრომეგალია – რაც სხეულის წარზიდული ნაწილების (მაგ: ცხვირი, თითები…) ზრდაში გამოიხატება.
88281367091236
არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები ექიმის ნებართვის გარეშე !!
88281367091298
გისურვებთ წარმატებებს!

წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/32582/126/search:როგორ%20გავიზარდოთ%20სიმაღლეში:loop:true
2) http://www.youtube.com/watch?v=rNhQzy5Hs6g

გიორგი ერისთავი

Posted by tiko bestavashvili on November 24, 2013
Posted in: Uncategorized. 20 Comments

მოგესალმებით! დღეს დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ პოსტი გიორგი ერისთავის შესახებ, პოსტში საუბარია მისი ცხოვრების მნიშნელოვან მოვლენებზე, წარმომავლობაზე, კარიერაზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ ძალიან დაგაინტერესებთ, რადგან გიორგი ერისთავი არის ძალიან დიდი ადამიანი! ხოლო თუ რატომ არის დიდი ადამინაი მისი შემოქმედებიდან გაიგებთ. ახლა კონკურსის ბოლო დღეებია და ჩემთვის მნიშნელოვანაი თქვენი აქტიურობა კომენტარების სახით, იმედი მაქვს თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ, დიდი მადლობა!
220px-Giorgi_eristavi
გიორგი დავითის ძე ერისთავი (დ. 1813, სოფ. ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 9 სექტემბერი/22 სექტემბერი,1864, გორი; დაკრძალულია იკორთის მონასტერში (სოფ. ზემო იკორთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის აღმაშენებელი.
default (2)
სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-1825), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1830 წლიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. ვილნოში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტერატურა, დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1838 წელს მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო საქართველოში, სადაც საბოლოოდ 1842 წელს დაბრუნდა. ერთხანს თბილისში სახელმწიფო სამსახურში იყო, 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.
default (3)
ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა “ოსური მოთხრობა” (ნაწ. 1, “სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”, 1832), რომელიც სრული სახეით და ახალი სათაურით “ზარე და ყანიმათ” 1853 წელს ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროსვნულ-პატრიოტული (“თ. სვიმონ მაჩაბელს”, 1833; “უცხო ქვეყნის ჭაბუკს”, 1835; “მტკვრისადმი”, “ყაბახისადმი”, 1836; “კავკაზი და უცნობი”, 1854; “თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ”) და სატრფიალო (“თეოდოსია მირეცკას”, 1840; “მოგონება”, 1844; “გულს”, 1845; “კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას”, 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას (“დედა და ქალი”, 1838; “ფიქრი ყმაწვილი ქალისა”, 1839; “. ერთი კაცი წვა სნეული”, 1854).
ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი “ცისკრის” დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).
ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა “შეშლილი” (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი – დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე – “დავა”, 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები – “გაყრა”, 1849), რუსეთში სწავლამიღბული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს აზალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი – “დავა”, ივანე დიდებულიძე – “გაყრა”). ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი – “გაყრა”, კარაპეტ დაბაღოვი – “ძუნწი”, 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი – “დავა”, რამაზი – “გაყრა”). ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.
default
ერისთავის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესებიც აქვს (“უჩინმაჩინის ქუდი”, “თილისმის ხანი”, “ყვარყვარე ათაბაგი”, ა. გრიბოედოვის “უბედური ჭკუისაგან”). მან დრამად გადააკეთა “ვეფხისტყაოსანი”, ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოემა პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟეს და სხვების ლექსები.

1862 წელს ერისთავმა იმოგზაურა ევროპაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში “ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან”. ერისთავის თხზულებები 1852-1853 წლებში იბეჭდებოდა “ცისკარში”; ცალკე წიგნაკებად გამოიცა “გაყრა” (1850), “ძუნწი”, “უჩინმაჩინის ქუდი”, “თილისმის ხანი” (1852); “დავა” 1871 წელს ჟურნალ “კრებულში” დაისტამბა. ერისთავის თხზულების კრებულები გამოქვეყნდა 1867, 1884, 1936 და ა. შ.

წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ერისთავი
2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=h_ORUsWKE8vVsgb2wYDYBQ&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1407&bih=777
3) http://www.youtube.com/watch?v=t8Y7IeE5040

წმინდა გიორგი

Posted by tiko bestavashvili on November 23, 2013
Posted in: Uncategorized. 20 Comments

საეკლსიო კალენდრის მიხედვით 23 ნოემბერს აღინიშნება გიორგობის დღესასწაული. რადგან დღეს 23 ნოემბერია გადავწყიტე წმინდა გიორგიზე შემომეთავაზებინა პოსტი. ჩემს პოსტში გაეცნობით წმინდანის ბიოგრაფიას,ტროპალს, კონდაკს და ასევე წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა ვედრება ღმრთისადმი.ჩემთვის ეს დღე უდიდესი დგესასწაულია. მე მინდა მთელ საქართვეოს მიულოცო გიორგობის დგესასწაული! წმინდა გიორგის მადლი არ მოშორებოდეს სრულიად საქართველოს!
georgios.2
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.
წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
giorgi5
გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.
georgios
წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.
200px-St.George_rescuing_the_emperor's_daughter
ტროპარი
„ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
კონდაკი
„მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.“
წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი
უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.

მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა. და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
uu60d

წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_გიორგი
2) https://www.google.ge/search?q=%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=dqqQUrqGLovUsgav14DgDA&ved=0CC0QsAQ&biw=1407&bih=777

შოთა რუსთაველი

Posted by tiko bestavashvili on November 21, 2013
Posted in: Uncategorized. 16 Comments

დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა პოსტი შემომეთავაზებინა დღეს თქვენთვის, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ პოსტი მიმეძღვნა შოთა რუსთაველისთვის, ადამიანისთვის რომლის ღვაწლი აღუწერელია! პოსტში გამოყოფილია რამოდენიმე თავი, ესენია: წარმომავლობა, განათლება, მემკვიდრეობა. თუ პოსტს ბოლმომდე გულდასმით წაიკითხავთ დარწმუნებული ვარ კმაყოფილნი დარჩებით და ბევრ ისეთ სიახლეს გაიგებთ ამ ადამიანზე რაც აქამდე უცნობი იყო თქვენთვის კარგი იქნება თუ თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ! დიდი მადლობა!
220px-Shota_rustaveli_qartuli
შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
images (4)
წარმომავლობა
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
220px-RustaveliManuscript
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.

განათლება
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
200px-Shota_Rustaveli
მემკვიდრეობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.
წყარო:1) http://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_რუსთაველი
2) https://www.google.ge/search?hl=ka&site=imghp&tbm=isch&source=hp&biw=&bih=&q=%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&btnG=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97+%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
3) http://www.youtube.com/watch?v=gHcoyr0zoEk

თავისუფალი სტილი…

Posted by tiko bestavashvili on November 20, 2013
Posted in: Uncategorized. 10 Comments

გთავაზობთ პოსტს „თავისუფალი სტილის“ შესახებ.ყველას თავისებურად ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა.. მე თუ მკითხავ ვიტყვი თავისუფალი სტილი არის როდესაც გაცვია უცნაურად მაგრამ ლამაზად, (მაგალითად შორტზე კოსტუმი)სპორტულად და თან კლასიკურად… თავისუფალი სტილი ალბათ ყველაზე მეტად თინეიჯერების საყვარელი სტილია თუმცა მასზე არასდროს არავინ ამბობს უარს, რატომაც არა, რა სჯობს როცა გაცვია ისეთი რამ რაც მოგწონს და თან კომფორტულია…მე მინდა შემოგთავაზოD რამოდენიმე ვარიანტი იმედია მოგეწონებათ…
გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
TM2U8YCACWO340CA1LR2KMCAQR3GICCAGTH12ACAVSVWETCAP5K2A7CA62Q9UWCAK2QNJ9CAFNC4I2CA3L1JRQCAS8RNEHCAV96PL7CAY0WT0ECAJEC1BACA33BOGNCAVW6X1ECAY0PCV7CAFT0M7U
74921345289657
43d97bbea158
535538_10151476356101696_796271695_n[2]
30791345226403
74921345289679
74921345289696
74921345289721
74921345289747
74921345289796
74921345289842
წყარო:1) https://www.google.ge/search?hl=ka&site=imghp&tbm=isch&source=hp&biw=&bih=&q=%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&btnG=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97+%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძე

Posted by tiko bestavashvili on November 20, 2013
Posted in: Uncategorized. 13 Comments

ეხლა მინდა შემოგთავაზოთ პოსტი „ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძის“ შესახებ. სამწუხაროდ თავისი დიდების და გმირობის მიუხედავად, 9 ძმა ხერხეულიძის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი.მე მინდა რომ ქართევებს არასოდეს დაავიწყდეთ ეს პატრიოტი ადამიანები. მათ თავი გასწირეს სამშობლოსათვის და გმირულათ დაიღუპნენ. ამიტომ გადავწყვიტე მათზე ამუწურავი ინფორმაცია შემომეთავაზებინა. გაეცანით და თქვენი აზრები დააფიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა!
99291343809771
ისინი 1625 წლის 1 ივლისს დაიღუპნენ მარაბდის ბრძოლაში. ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ვერ გაუმკლავდა გამოცდილ, ყიზილბაშ მებრძოლებს. ქართველები დაიბნენ, შედკრნენ, თანაც ამას დაემატა თეიმურაზ მუხრანბატონის გარდაცვალება ბრძოლის ველზე, რაც ომის წაგებას ნიშნავდა, მაგრამ ქართველები მაინც არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ბრძოლის ველზე გარდაიცვალნენ დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი. ქართულმა დროშამ 9 ძმის ხელში გადაინაცვლა, როდესაც ნაბოლარა ძმაც ჩაიმუხლა, დროშამათმა დამ აიღო ხელში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გმირმა დედამ. მიუხედავად ქართველთა შეუპოვარი გმირობისა, ბრძოლა, გვიან ღამით, მარცხით დასრულდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (ჩვ.წ აღ–ით 1625) ხსენების დღე 3 (16) აგვისტო.
9 ძმა გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.
წყარო:1)http://intermedia.ge/სტატია/12084/101/search:ქართველი%20გმირები%20%20%209%20ძმა%20ხერხეულიძე:loop:true

დედამიწაზეც არსებობს ნამდვილი სამოთხე,რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო!

Posted by tiko bestavashvili on November 19, 2013
Posted in: Uncategorized. 13 Comments

ერთ-ერთ საინტზე გავეცანი ინფორმაციას დედამიწაზე სამოთხის არსებობის შესახებ. ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. ჩემი აზრით ძალინ საინტერესო პოსტია და მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია. მე არ ვიცი სამოთხე როგორ არის მაგარმ ჩემი აზრით ამაზე არანაკლები იქნება. ყველას გისურვებთ, რომ ნახოთ ეს საოცარი ადგილები!!! გაეცანით და თქვენი აზრებიი დააპიქსირეთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
9501334959063
Lavender Fields არის ჯადოსნური ადგილები სამხრეთ საფრანგეთში, ჭეშმარიტი სახლი პარფიუმერიის. ძნელია არ მოიხიბლო მიწის გასაოცარი ბუნებრივი სილამაზით და მისი მრავალფეროვნებით.ამ პატარა ყვავილის ყოველი წვეთი გამოიყენება არა მარტო პარფიუმერიაში, არამედ ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური ჯამრთელობის სამკურნალოდ.ადამიანებისათვის ამ ადგილზე ყოფნა საუკეთესო თერაპიაა.ვინც ერთხელ მაინც ნახულოს ამ სამოთხეს, უძნელდებათ მასთან განშორება.
9501334959295
9501334960403
9501334960496
ეს არ არის ნახატები! არც ფოტოშოპი! ეს ნამდვილი სამოთხეა ნიდერლანდებში.როცა ამ ქვეყანაში გაზაფხული დგება, ნიშნავს რომ ტიტების სეზონი იწყება.ადამიანები მიდიან უბრალოდ იმისთვის, რომ ნახონ კაშკაშა ნათელი ფერები და გასაოცარი არარეალური ხედები!
9501334955339
9501334955371
9501334955981
ეს ზღაპრული ადგილი არის ზღვისპირა პარკი იაპონიაში.აქ მოდიან ადამიანები უბრალოდ იმისთვის, რომ დატკბდენენ ბუნების ნამდვილი საჩუქარით.ამბობენ რომ, როცა ყვავილები იღვიძებენ გიჩნდება გრძნობა, რომ ცა დედამიწაზე ჩამოვიდა და რომ ეს რეალური სამოთხეა!
9501334956739
95013349568879501334956964
წყარო:1) http://intermedia.ge/სტატია/2961-დედამიწაზეც-არსებობს-ნამდვილი-სამოთხე-რომელიც-ერთხელ-მაინც-უნდა-ნახო/53/

Posts navigation

← Older Entries
  • Blog Stats

    • 86,948
  • პოსტები

    • ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები
    • ყინწვისი
    • შიდსი
    • როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში
    • გიორგი ერისთავი
    • წმინდა გიორგი
    • შოთა რუსთაველი
    • თავისუფალი სტილი…
    • ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძე
    • დედამიწაზეც არსებობს ნამდვილი სამოთხე,რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო!
    • მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოაპარატი
    • კვადრატული საზამთრო
    • ადამიანი VS მეხსიერება
    • ბუნება და ადამიანი
    • გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე
    • რჩევები კარგი განწყობისათვის
    • ყველაზე უცნაური შენობები მსოფლიოში
    • ყავის ლიქიორი
    • კოკო შანელის გამონათქვამები
    • როგორ ავარჩიოთ კვერცხი
    • გემრიელი და ორიგინალური დესერტი “მსხალი ფენოვან ცომში “(ფოტორეცეპტი)
    • 2013-2014 წლის ქალის მოდური კაბები
    • ნიაგარის ჩანჩქერის ჯადოსნური სანახაობა
    • იდიები სადღესასწაულო სუფრის მოსართავად
    • ზვავი
    • ვაჟა-ფშაველა
    • გიგანტური ხელი ატაკამას უდაბნოში
    • მეწყერი
    • ცედანი
    • ერთ-ერთი არ აღიარებული საოცრება
    • ყველაზე ლამაზი კუნძული მსოფლიოში
    • წყალი ჩვენს ცხოვრებაში
    • ფოტო-ხელ-ქმნილი საოცრება
    • როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა გვიკბინა
    • მოდური ნივთები
    • ორიგინალური სამკაულები
    • ქართული დამწერლობა
    • ბოლო წლების ყველაზე მახვილგონივრული გამოგონებები
    • მომაჯადოვებელი ვარცხნილობები პეკინის L’Oréal-ის მოდის კვირეულზე.
    • 280 კილოგრამიანი ფოტომოდელი
    • Autumn/Winter 2013-14
    • 5 ვარსვლავიანი სასტუმრო-ცათამბჯენი ჩინეთის სოფელში
    • საინტერესო ფაქტები თევზებზე
    • 2014 წლის ქალის მოდური ჩექმები
    • ყველაზე დიდი მუსიკალური შადრევანი
    • კუნძულად ქცეული ძველი გემი
    • ლუდის აბაზანები
    • განსხვავებულობა ნაკლი,თუ ხიბლი?!
    • როგორ შეიქმნა წყლის წვეთისგან სათვალე
    • შოკოლადის კაპუჩინო კრუასანებით
  • კალენდარი

    May 2022
    M T W T F S S
     1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031  
    « Jan    
  • Blogs I Follow

    • ახალგაზრდა განმანათლებელი
    • ბუნების დამცველი
    • "მოქალაქე ჟურნალისტი"
    • c h i q o l
    • თიკო ბესტავაშვილის ბლოგი
    • ika ' S BLOGI
    • ძალადობა ოჯახში
    • ლაშა ბესტავაშვილის ბლოგი :)
  • Archives

    • January 2014
    • November 2013
    • October 2013
Blog at WordPress.com.
ახალგაზრდა განმანათლებელი

თიკო კობერიძის ბლოგი

ბუნების დამცველი

ჩემი მიზანია ავამაღლო ცნობიერება საზოგადოებაში ბუნების დაცვის კუთხით.

"მოქალაქე ჟურნალისტი"

გაგიზიაროთ ის მოვლენები რომელიც დღის მანძილზე მნიშვნლეოვანია

c h i q o l

ყველაფერი ერთ ბლოგში ;)

თიკო ბესტავაშვილის ბლოგი

საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები ამ ბლოგზე!

ika ' S BLOGI

გაიგე მეტი ჩემს ბლოგზე

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

ლაშა ბესტავაშვილის ბლოგი :)

ყველაფერი საინტერესო ამ ბლოგზე !

თიკო ბესტავაშვილის ბლოგი
Create a free website or blog at WordPress.com.
Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • Follow Following
    • თიკო ბესტავაშვილის ბლოგი
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • თიკო ბესტავაშვილის ბლოგი
    • Customize
    • Follow Following
    • Sign up
    • Log in
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...